ავტომობილების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოში – ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიავტოსალონი
ავტოსალონი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
ავტომობილების ექსპორტი
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 3.128 ავტომობილი გაიყვანა.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 3.018 მსუბუქი ავტომობილი, 12 სპეციალიზებული ავტომობილი, 31 სატვირთო, 11 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 7 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 22 მისაბმელი და 27 მოტოციკლი.
ავტომობილების რეექსპორტი
2024 წლის პირველ სამ თვეში რეექსპორტზე გავიდა 19.169 ავტომობილი.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 18.753 მსუბუქი ავტომობილი, 56 სპეციალიზებული ავტომობილი, 187 სატვირთო მანქანა, 53 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 26 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 58 მისაბმელი და 36 მოტოციკლი.
ავტომობილების იმპორტი
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ პირველ კვარტალში 29.040 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
2024 წლის სამი თვეში ქვეყანაში შემოვიდა 25.249 მსუბუქი ავტომობილი, 415 სპეციალიზებული ავტომობილი, 1.964 სატვირთო მანქანა, 235 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 265 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 568 მისაბმელი და 344 მოტოციკლი.
ყველა ახალი ამბავი
0