https://sputnik-georgia.com/20240420/korufciastan-brzola-saqartvelosi-ramdeni-adamiani-mieca-pasuxisgebasi-287453363.html
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში: რამდენი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში: რამდენი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში
Sputnik საქართველო
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა, აღნიშნეს უწყებაში 20.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-20T22:20+0400
2024-04-20T22:20+0400
2024-04-20T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში კორუფციული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 72 მაღალჩინოსანი მიეცა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში აღძრულია 47 სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტების, გავლენით ვაჭრობის ფაქტებზე და ა.შ.ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა.კორუფციის ქვეშ იგულისხმება არა მხოლოდ მექრთამეობა, არამედ სარგებლის მიღების მიზნით თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის თაღლითობა და დოკუმენტების გაყალბება.საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად მიიჩნევა. „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.კორუფციის აღქმის ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს და რეგიონში წამყვანი პოზიცია უკავია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში: რამდენი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა, აღნიშნეს უწყებაში
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში კორუფციული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 72 მაღალჩინოსანი მიეცა, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში აღძრულია 47 სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტების, გავლენით ვაჭრობის ფაქტებზე და ა.შ.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა.
„2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში შესაძლო კორუფციული დანაშაულების თაობაზე მოქალაქეთა მხრიდან 47 შეტყობინება შევიდა, რომელთაგან 14-ის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, 12 - შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა, ერთი სისხლის სამართლის საქმეს დაერთო, 13 დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ხოლო 7-ზე შესწავლის პროცესი მიმდინარეობს“, - ნათქვამია ანგარიშში.
კორუფციის ქვეშ იგულისხმება არა მხოლოდ მექრთამეობა, არამედ სარგებლის მიღების მიზნით თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სხვადასხვა სახის თაღლითობა და დოკუმენტების გაყალბება.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად მიიჩნევა. „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
კორუფციის აღქმის ინდექსში 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს და რეგიონში წამყვანი პოზიცია უკავია.