https://sputnik-georgia.com/20240418/imedis-jurnalisttan-dakavsirebuli-incidentit-sagamoziebo-samsaxuri-dainteresda-287419252.html
„იმედის“ ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა
„იმედის“ ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. 18.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-18T21:19+0400
2024-04-18T21:19+0400
2024-04-18T21:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/12/287411697_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_d512e88571a6a25f7e203e7ae33b4563.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპროტესტო აქციებზე ტელეკომპანიების - „იმედის“ და „პოსტ ტვ“ - თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, სამსახური გამოძიების ფარგლებში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები გახდნენ მომიტინგეთა თავდასხმის ობიექტები აქციაზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა.„იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა - პოლიტიკოსების შეფასებები >>აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. გარდა ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ, Post TV-ის ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქება პირდაპირ აუკრძალა.საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. ისინი ამ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და პარლამენტთან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/12/287411697_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_e1f595110fecf38457650997531a5c2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , სპეციალური საგამოძიებო სამსახური
„იმედის“ ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტით საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა
აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპროტესტო აქციებზე ტელეკომპანიების - „იმედის“ და „პოსტ ტვ“ - თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სამსახური გამოძიების ფარგლებში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტები გახდნენ მომიტინგეთა თავდასხმის ობიექტები აქციაზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა.
აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ტელეკომპანიების გადამღებ ჯგუფებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. გარდა ამისა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მწერალმა ლაშა ბუღაძემ, Post TV-ის ჟურნალისტს საპროტესტო აქციის გაშუქება პირდაპირ აუკრძალა.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. ისინი ამ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და პარლამენტთან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ.