https://sputnik-georgia.com/20240417/imedis-jurnalistebze-tavdasxma-politikosebis-shepasebebi-287383074.html
„იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა - პოლიტიკოსების შეფასებები
„იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა - პოლიტიკოსების შეფასებები
Sputnik საქართველო
„იმედის" მიმართვაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია ორგანიზებულია პოლიტიკური ჯგუფის მიერ და არ წარმოადგენს საზოგადოების განწყობას. 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T15:17+0400
2024-04-17T15:17+0400
2024-04-17T15:17+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საზოგადოება
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287371853_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_cecddfea6198ad02c06a79486e06d28d.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მომხრეების აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, განაცხად პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა აქციაზე ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.კოლეგა-დეპუტატის პოზიციას იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. მისი თქმით, „ნაცმოძრაობისა" და მისი მხარდამჭერებისთვის „იმედის" ლოგოტიპი ისეთივეა, როგორც წითელი ფერი ხარისთვის.ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე ნაკლებად კრიტიკული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები.პარტია „ახალის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, იგი გმობს ნებისმიერ ძალადობას, მაგრამ ამაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს.გუშინ, ტელეკომპანია „იმედმა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა არ დატოვონ რეაგირების გარეშე ტელეკომპანიის ჟურნალისტების წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან მიმდინარე მასშტაბური შეტევა.რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალურ კანონპროექტს ხელახლა ინიცირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე უკან გაიწვია, იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.კანონის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 15 და 16 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, რაც 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა. გარდა ამისა, აქციის დროს დაშავდა ხუთი პოლიციელი. საპროტესტო აქცია 17 აპრილსაც იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287371853_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_10321d3aaad5352494de378b42bf7936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საზოგადოება, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საზოგადოება, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
„იმედის" ჟურნალისტებზე თავდასხმა - პოლიტიკოსების შეფასებები
„იმედის" მიმართვაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია ორგანიზებულია პოლიტიკური ჯგუფის მიერ და არ წარმოადგენს საზოგადოების განწყობას.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მომხრეების აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, განაცხად პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა აქციაზე ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება არ იცვლება, არაფერი ავიწყდებათ და არაფერს სწავლობენ. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ტელეკომპანიებს არბევდნენ, ხურავდნენ, ართმევდნენ მფლობელებს, სცემდნენ ჟურნალისტებს და დღესაც იგივეს აკეთებენ", - განაცხადა სუბარმა.
კოლეგა-დეპუტატის პოზიციას იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი. მისი თქმით, „ნაცმოძრაობისა" და მისი მხარდამჭერებისთვის „იმედის" ლოგოტიპი ისეთივეა, როგორც წითელი ფერი ხარისთვის.
„ეს „ნაცმოძრაობის" ტრადიციის გაგრძელებაა. ის, რაც ამ ადამიანებმა 2007 წელს დაიწყეს და მანამდე აკეთებდნენ, არბევდნენ ტელეკომპანიებს, დღესაც იგივეს აგრძელებენ. დღეს ეს ასე ტრანსფორმირდა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე ნაკლებად კრიტიკული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
პარტია „ახალის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, იგი გმობს ნებისმიერ ძალადობას, მაგრამ ამაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს.
„ყველა ნორმალური ადამიანი გმობს ძალადობას, მაგრამ ამის ინსპირატორი „ქართული ოცნებაა", - განაცხადა მელიამ.
გუშინ, ტელეკომპანია „იმედმა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა არ დატოვონ რეაგირების გარეშე ტელეკომპანიის ჟურნალისტების წინააღმდეგ რადიკალური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან მიმდინარე მასშტაბური შეტევა.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალურ კანონპროექტს ხელახლა ინიცირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე უკან გაიწვია, იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 15 და 16 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, რაც 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა. გარდა ამისა, აქციის დროს დაშავდა ხუთი პოლიციელი. საპროტესტო აქცია 17 აპრილსაც იგეგმება.