საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა: თბილისში შეხვედრა შედგა

© Ministry of Internal Affairs of Georgia / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2024
გამოწერა
წელს თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკართან შეხვედრაზე, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, სამმხრივი თანამშრომლობა მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.
ერდოღანმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის შეთანხმება დაამტკიცა>>>
ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ თურქეთის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა. როგორც მან განმარტა, საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
ჩიქოვანის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ზრდის თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0