https://sputnik-georgia.com/20240417/kobaxidzem-samartaldamcvelebis-qmedeba-sheapasa-aqciaze-287397315.html
პოლიცია ევროპულად მოიქცა: პრემიერმა აქციაზე ძალოვანების ქმედება შეაფასა
პოლიცია ევროპულად მოიქცა: პრემიერმა აქციაზე ძალოვანების ქმედება შეაფასა
Sputnik საქართველო
გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი პოლიციელი დაშავდა 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T21:00+0400
2024-04-17T21:00+0400
2024-04-17T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონმდებლობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287371918_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a22885308ceba34446b12660631c4916.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელები მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და მოიქცნენ მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.გუშინ, 16 აპრილს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი კანონით გათვალისწინებული ფორმით გამოეხატათ და ძალისმიერი ქმდებები არ განეხორციელებინათ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.პრემიერის თქმით, პოლიციისგან განსხვავებით, აქციის ზოგიერთი მონაწილე უკიდურესად არაევროპულად იქცეოდა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართალდამცველების მიმართ ასეთი მასშტაბური აგრესიული დამოკიდებულების მიუხედავად, სერიოზული ფიზიკური დაზიანებები არავის მიუღია.მისი თქმით, ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.მისი თქმით, პროცესები, არსებითად, კულისებიდან იმართება და კონკრეტულ ადამიანებს შეცდომაში შეჰყავთ აქციის მონაწილეები, რომელთაც ძალადობისთვის იყენებენ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არა ვახტანგ გომელაური, არამედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია იყოს, შედეგი სხვანაირი იქნებოდა.პრემიერის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას არაფერი შეუშლის ხელს.საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა - კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კანონის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 15 და 16 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, რაც 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღესაც ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287371918_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c459ffd3c62eea9b6dbd3f891d2c0da8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
პოლიცია ევროპულად მოიქცა: პრემიერმა აქციაზე ძალოვანების ქმედება შეაფასა
გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ოთხი პოლიციელი დაშავდა
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელები მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და მოიქცნენ მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
გუშინ, 16 აპრილს თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი კანონით გათვალისწინებული ფორმით გამოეხატათ და ძალისმიერი ქმდებები არ განეხორციელებინათ, აქციის მონაწილეები პოლიციელებს სხვადასხვა ბლაგვ საგნებს ესროდნენ, მათ შორის ქვებს და ბოთლებს. პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს, დაშავდა 4 პოლიციელი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას. რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პოლიციისგან განსხვავებით, აქციის ზოგიერთი მონაწილე უკიდურესად არაევროპულად იქცეოდა.
„რამდენიმე შემთხვევაში უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართალდამცველების მიმართ ასეთი მასშტაბური აგრესიული დამოკიდებულების მიუხედავად, სერიოზული ფიზიკური დაზიანებები არავის მიუღია.
„ორივე პოლიციელს და აქციის ხუთ მონაწილეს, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, დროულად გაეწია სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.
„მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალებიან", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პროცესები, არსებითად, კულისებიდან იმართება და კონკრეტულ ადამიანებს შეცდომაში შეჰყავთ აქციის მონაწილეები, რომელთაც ძალადობისთვის იყენებენ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახლა რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არა ვახტანგ გომელაური, არამედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან ექს-პრემიერი, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია იყოს, შედეგი სხვანაირი იქნებოდა.
„გუშინ შსს-ის მინისტრი მერაბიშვილი ან გახარია რომ ყოფილიყო, ჩვენ ჯიხურის სახურავზე რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ვიპოვიდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ დასრულდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმეტესობა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას არაფერი შეუშლის ხელს.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა - კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, კანონის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 15 და 16 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, რაც 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღესაც ტარდება.