https://sputnik-georgia.com/20240417/1---------287403488.html
1-საათიანი ვადა ამოიწურა: აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს
1-საათიანი ვადა ამოიწურა: აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს
Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მესამე დღეა იმართება. 17.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-17T23:38+0400
2024-04-17T23:38+0400
2024-04-18T00:40+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კანონმდებლობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/11/287401616_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_2fb3fba849e83ffd131df8cb86fd65a7.jpg
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა დიდმა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლა.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას სკანდალური კანონპროექტის გაწვევისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა - კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალურ კანონპროექტს ხელახლა ინიცირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე უკან გაიწვია, მმართველმა პარტიამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.თბილისის ცენტრი კანონის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 15 და 16 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, რაც 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა. საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/11/287401616_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e12ef8128129193d61aaa96ef6e1145d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონმდებლობა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
1-საათიანი ვადა ამოიწურა: აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს
23:38 17.04.2024 (განახლებულია: 00:40 18.04.2024) თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მესამე დღეა იმართება.
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა დიდმა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას სკანდალური კანონპროექტის გაწვევისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
„მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან. მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, დემონსტრანტები, არავინ აჰყვეს პროვოკაციას. წავიდეთ კანცელარიასთან და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა - კენჭისყრაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალურ კანონპროექტს ხელახლა ინიცირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე უკან გაიწვია, მმართველმა პარტიამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
თბილისის ცენტრი კანონის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 15 და 16 აპრილს მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს, რაც 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა. საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზე განახლდა.