https://sputnik-georgia.com/20240416/shss-gancxadebas-avrclebs-287368960.html
შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება
შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება
Sputnik საქართველო
შსს-ს განცხადებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T22:04+0400
2024-04-16T22:04+0400
2024-04-16T22:03+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287365109_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d2176a7ebb2e2fd4d367eeef215def15.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა ტარდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ქვედანაყოფები. აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის ცენტრალური შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ ძალოვანებმა არ მისცენ.შსს-ს განცხადებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მმართველმა პარტიამ სკანდალური კანონპროექტის ხელახლა ინიცირება, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287365109_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_117ebc98ec28ad28fb55e3f90afedd10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება
შსს-ს განცხადებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა ტარდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ქვედანაყოფები. აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის ცენტრალური შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ ძალოვანებმა არ მისცენ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
მმართველმა პარტიამ სკანდალური კანონპროექტის ხელახლა ინიცირება, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.