https://sputnik-georgia.com/20240416/ramdeni-piri-daakaves-aqciaze-287362497.html
აქცია „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ: რამდენი დაკავებული ელოდება განაჩენს
აქცია „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ: რამდენი დაკავებული ელოდება განაჩენს
Sputnik საქართველო
15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლადა. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T19:57+0400
2024-04-16T19:57+0400
2024-04-16T22:05+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0f/287342519_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_588ed615028ca91449426c12888c6c42.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ათი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია თბილისში 15 აპრილს დილიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამსახურებრივი შესასვლელთან მისვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შედეგად 14 პირი დააკავეს. ჩხუბის დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.უწყების ცნობით, პოლიციამ ოთხი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, იზოლატორში მყოფი პირები კი ექიმებმა გასინჯეს და შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.„აღსანიშნავია, რომ იზოლატორში ყოფნისას არცერთ დაკავებულს არ დასჭირდა დამატებითი სამედიცინო დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.შსს-ს ცნობით, დაკავებულები უკვე შეხვდნენ სახალხო დამცველს და ადვოკატებს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს.რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულთა ბრალეულობას, უწყების ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.სამშაბათს, 16 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია განახლდა.მმართველმა პარტიამ სკანდალური კანონპროექტის ხელახლა ინიცირება, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0f/287342519_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4e40254d8008cea2d99ed1993a191c1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
აქცია „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ: რამდენი დაკავებული ელოდება განაჩენს
19:57 16.04.2024 (განახლებულია: 22:05 16.04.2024) 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლადა.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ათი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია თბილისში 15 აპრილს დილიდან დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამსახურებრივი შესასვლელთან მისვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. შედეგად 14 პირი დააკავეს. ჩხუბის დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.
უწყების ცნობით, პოლიციამ ოთხი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, იზოლატორში მყოფი პირები კი ექიმებმა გასინჯეს და შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
„აღსანიშნავია, რომ იზოლატორში ყოფნისას არცერთ დაკავებულს არ დასჭირდა დამატებითი სამედიცინო დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებულები უკვე შეხვდნენ სახალხო დამცველს და ადვოკატებს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს.
რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულთა ბრალეულობას, უწყების ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სამშაბათს, 16 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია განახლდა.
მმართველმა პარტიამ სკანდალური კანონპროექტის ხელახლა ინიცირება, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.