https://sputnik-georgia.com/20240416/mandaturis-samsaxuri-14-wlis-iubiles-agnishnavs-287357626.html
„მანდატური მოსწავლის მეგობარია“: სკოლის მანდატურის სამსახური 14 წლისაა
„მანდატური მოსწავლის მეგობარია“: სკოლის მანდატურის სამსახური 14 წლისაა
Sputnik საქართველო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T17:49+0400
2024-04-16T17:49+0400
2024-04-16T17:49+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0d/276698535_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_43b9334c88b3c639ed7c1a704768ae77.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მეამაყება, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი ადამიანი - ის გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.მანდატურები სკოლებში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2010 წელს პროგრამა „უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში გამოჩნდნენ. მანდატურის სამსახური განათლების სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაშია. ამ დროისათვის მანდატურის სამსახური 600-ზე მეტ საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.მინისტრმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.როგორც ამილახვარმა განაცხადა, მიმდინარე წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.განათლების სამინიტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.2019-2020 წლებში სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. მაგალითად, მანდატურის სამსახურმა შექმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც სკოლებში არსებული გადაუდებელი შემთხვევების დროს ადგილზე ეცნობა სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას მოსწავლეებთან, საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან და მასწავლებლებთან.სამსახურში დარწმუნებული არიან, რომ ეს მიდგომა შეამცირებს ბავშვებში ფსიქოლოგიური ტრავმების რისკებს.იმ სკოლებში, სადაც არ არიან მანდატურები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სკოლების მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირები. ყველა მათგანს გავლილი აქვს სპეციალური გადამზადების კურსები და აღჭურვილი არიან მეტალოდეტექტორებით.განათლების სამინისტრო მანდატურის სერვისების ეტაპობრივ დანერგვას ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში გეგმავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/0d/276698535_53:187:1224:1066_1920x0_80_0_0_4911660eb81a2f37316d52977d17c93a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
„მანდატური მოსწავლის მეგობარია“: სკოლის მანდატურის სამსახური 14 წლისაა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მეამაყება, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი ადამიანი - ის გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.
მანდატურები სკოლებში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2010 წელს პროგრამა „უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში გამოჩნდნენ. მანდატურის სამსახური განათლების სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაშია. ამ დროისათვის მანდატურის სამსახური 600-ზე მეტ საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
მინისტრმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიზნით უკანასკნელ წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც ამილახვარმა განაცხადა, მიმდინარე წლიდან მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.
განათლების სამინიტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
2019-2020 წლებში სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. მაგალითად, მანდატურის სამსახურმა შექმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც სკოლებში არსებული გადაუდებელი შემთხვევების დროს ადგილზე ეცნობა სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას მოსწავლეებთან, საჭიროების შემთხვევაში მშობლებთან და მასწავლებლებთან.
სამსახურში დარწმუნებული არიან, რომ ეს მიდგომა შეამცირებს ბავშვებში ფსიქოლოგიური ტრავმების რისკებს.
იმ სკოლებში, სადაც არ არიან მანდატურები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სკოლების მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირები. ყველა მათგანს გავლილი აქვს სპეციალური გადამზადების კურსები და აღჭურვილი არიან მეტალოდეტექტორებით.
განათლების სამინისტრო მანდატურის სერვისების ეტაპობრივ დანერგვას ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში გეგმავს.