https://sputnik-georgia.com/20240416/11-dakavebuli-da-ert-dashavebuli-policieli-shss-287377117.html
11 დაკავებული პირი და ერთი დაშავებული პოლიციელი: შსს განცხადებას ავრცელებს
11 დაკავებული პირი და ერთი დაშავებული პოლიციელი: შსს განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. 16.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-16T23:39+0400
2024-04-16T23:39+0400
2024-04-16T23:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369617_0:7:1280:727_1920x0_80_0_0_13a132b4627aa7a35c2ea508f3db3417.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", აღნიშნულია განცხადებაში.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა იმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. აქციის მინაწილეები კი რუსთაველი გამზირზე ამ დრომდე არ იშლებიან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები.კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ რიგში აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369617_151:0:1130:734_1920x0_80_0_0_a73bf2543d849d7bea8ace5e05080868.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , ახალი ამბები
11 დაკავებული პირი და ერთი დაშავებული პოლიციელი: შსს განცხადებას ავრცელებს
ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
„მიუხედავად არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.
„თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", აღნიშნულია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა იმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია. აქციის მინაწილეები კი რუსთაველი გამზირზე ამ დრომდე არ იშლებიან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები.
კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, რომელიც მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე გაიწვია, ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ რიგში აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.