დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 აპრილი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 15 აპრილია, ორშაბათი.ს ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
იღბლიანი დღეა კარიერული ზრდის, სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფების გრძნობებთან მიმართებით - დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება ისინი გაანაწყენოს. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ასევე არ დაივიწყოთ ზომიერება და დასვენება.
ვერძი: მარტივი ამოცანა არ გექნებათ – საჭიროა აჩვენოთ ირგვლივ მყოფებს, რომ ძალიან დაკავებული ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან დავალებებს ვერ აუხვალთ, ყველას ექნება რაღაც გასაკეთებელი და თქვენ მოგმართავთ დახმარებისთვის. ასე რომ, მიხედეთ თქვენს საქმეებს – რეალურად ან, ამის ილუზია მაინც შექმენით.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
ზოდიაქო: ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევას?
კურო: დღეს მეთოჯინის როლში მოევლინებით გარშემომყოფებს: შეუმჩნევლად აამოძრავებთ უხილავ ძაფებს, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უხეშ ინტრიგას მიმართავთ – უბრალოდ, „შემოვლითი გზით" მოქმედება უფრო ეფექტური იქნება. ირგვლივ მყოფები იმოქმედებენ ისე, როგორც თქვენ გინდათ.
ტყუპი: დღეს ყველა საქმეში საკუთარ თავზე იზრუნებთ და გარშემომყოფები შეიძლება არც გაგახსენდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, კატეგორიული მაინც არ უნდა იყოთ. ეცადეთ, ირგვლივ მყოფებთან საერთო ენა გამონახოთ. მოერიდეთ ჩხუბს.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას მოქნილი იყოთ, არ „ჩაიციკლოთ" რამე ერთ ვარიანტზე, რადგან მიზანთან მისასვლელი რამდენიმე გზა შეიძლება იყოს. გაითვალისწინეთ გარშემომყოფების ინტერესებიც. დღეს კომპრომისებზე წასვლით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ჯიუტი მოქმედებებით.
ქალი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას
ლომი: მშვიდი დღე გელოდებათ. არა აქვს აზრი აჩქარებას, ვინმეზე ან რამეზე გამოდევნებას – დღეს მაინც თქვენზე არაფერი იქნება დამოკიდებული. მოვლენები თქვენ გარეშე განვითარდება. ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. დაისვენეთ, გამოიყენეთ ეს დღე, რომ ენერგია მოიმარაგოთ.
ქალწული: გაქვთ შანსი, რომ თქვენი გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, ახალი პოზიციები „დაიპყროთ", თავი შესანიშნავად წარმოადგინოთ, დაასრულოთ სამუშაო ან სამუშაოს ეტაპი, აღმოჩნდეთ საჭირო დროს საჭირო ადგილზე... მნიშვნელოვან წინსვლას შეძლებთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.
სასწორი: დღეს რთული საუბარი გელოდებათ ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. გახსოვდეთ, რომ ამ საუბარს დიდი გავლენა ექნება თქვენს მომავალზე, თუნდაც მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებზე იყო ლაპარაკი. ყველანაირად ეცადეთ, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: თქვენი მოსაზრებები დღეს ყველას დააინტერესებს. დღის კითხვა თქვენკენ იქნება მომართული: „თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?" დღეს შესანიშნავად გაართმევთ თავს ექსპერტისა და კონსულტანტის როლს. თქვენი გამოცდილება ამისთვის საკმარისი იქნება. გარშემომყოფების თვალში თქვენი ავტორიტეტი ამაღლდება.
მშვილდოსანი: შეიქმნება მოსახერხებელი ვითარება, რომ ნებისმიერ სფეროში ლიდერის პოზიცია დაიკავოთ. თქვენი არგუმენტები ძლიერია. გარშემომყოფები მზად არიან, თქვენკენ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგან. ახლობლები მხარს დაგიჭერენ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ნახტომი გააკეთოთ – იმოქმედეთ!
თხის რქა: ყველა საქმეს, რასაც დღეს ხელს მოკიდებთ, გაგრძელება ექნება. ისინი დიდ როლს შეასრულებს სამუშაოზე თუ პირად ცხოვრებაში. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, უმცირეს დეტალებსაც კი დიდი ყურადღება მიაქციოთ. თუ არჩევნის წინ დადგებით, ეცადეთ, გადაწყვეტილებამდე შედეგები გათვალოთ.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2019
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას
მერწყული: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს შეიძლება გაგაკრიტიკონ. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ეს, ეცადეთ, შენიშვნები გააანალიზოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავთ. იქნებ, მართლა საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა? დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება – ეს კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებაა.
თევზები: დღეს განსაკუთრებით „შეგაწუხებთ" ღირებული იდეები და ბრძნული აზრები და მზად ხართ, ისინი გარშემომყოფებს გაუზიაროთ. ამას ყველა შეიძლება გაგებით არ მოეკიდოს, მაგრამ ზოგიერთისთვის თქვენი რჩევა სულზე მისწრება იქნება. მიმართეთ თქვენი მენტორული განწყობა მათკენ, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
ყველა ახალი ამბავი
0