https://sputnik-georgia.com/20240414/israelshi-saqartvelos-moqalaqeebistvis-cxeli-xazi-amoqmedda-287325208.html
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ელჩის ზაზა კანდელაკის თქმით, ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და ამ... 14.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-14T20:52+0400
2024-04-14T20:52+0400
2024-04-14T20:52+0400
საქართველო
ისრაელი
ირანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/38/238513874_0:178:3009:1870_1920x0_80_0_0_7fef3b715730a1afbec376c90387a0c3.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი" ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა.14 აპრილის ღამეს ირანმა, დამასკში ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.დიპლომატის თქმით, ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების თანახმად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მოჰამედ ბაგერიმ დააზურსტა, რომ თეირანმა დაასრულა ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება", თუმცა აღნიშნა, რომ თელ-ავივის მხრიდან ესკალაციის შემთხევაში მოქმედებას გააგრძელებს.ირანის მხრიდან თავდასხმა შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა, გაეროს გენმდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დეესკალაციისკენ მოუწოდა. ისრაელის მოთხოვნით, კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თელ-ავივმა თეირანის დარტყმები მოიგერია და პირობა დადო, რომ „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ". ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტიმ დასძინა, რომ კამპანია ჯერ არ დასრულებულა.
საქართველო
ისრაელი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/38/238513874_138:0:2869:2048_1920x0_80_0_0_80d9c0711b08b44fc7b91114b55f2edc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ელჩის ზაზა კანდელაკის თქმით, ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების თანახმად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი" ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა.
14 აპრილის ღამეს ირანმა, დამასკში ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
„საელჩო ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს. ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლის თაობაზეც ახლა ცხადდება. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი" და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან", - განაცხადა კანდელაკმა ჟურნალისტებთან.
დიპლომატის თქმით, ისრაელში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ისრაელის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების თანახმად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მოჰამედ ბაგერიმ დააზურსტა, რომ თეირანმა დაასრულა ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება", თუმცა აღნიშნა, რომ თელ-ავივის მხრიდან ესკალაციის შემთხევაში მოქმედებას გააგრძელებს.
ირანის მხრიდან თავდასხმა შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა, გაეროს გენმდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დეესკალაციისკენ მოუწოდა. ისრაელის მოთხოვნით, კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თელ-ავივმა თეირანის დარტყმები მოიგერია და პირობა დადო, რომ „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ". ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტიმ დასძინა, რომ კამპანია ჯერ არ დასრულებულა.