https://sputnik-georgia.com/20240414/erovnuli-banki-larshi-sesxebis-limits-gazrdis-287320084.html
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარში სესხების ლიმიტს გაზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარში სესხების ლიმიტს გაზრდის
Sputnik საქართველო
2024 წლის იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე გაიზარდა, მაისიდან კი ზღვარი კიდევ 100 ათასი ლარით გაიზრდება. 14.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-14T13:03+0400
2024-04-14T13:03+0400
2024-04-14T13:03+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. 1-ელი მაისიდან საქართველოში ლარში სესხების გაცემის ახალი ლიმიტი ამოქმედდება - ჰეჯირების პრინციპი 300 ათასის ნაცვლად 400 ათას ლარზე მაღალ სესხებს შეეხება.ჰეჯირება (Hedging) გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.სესხის ლიმიტი 400 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.ახალი გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ზღვარი 400 ათას ლარამდე იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ დოლარში სესხის აღება გადაწყვიტეთ, ის უნდა აღემატებოდეს 400 ათასი ლარის ეკვივალენტს დოლარში. ცვლილება ყველა ტიპის სესხს შეეხება.ისტორიული გადაწყვეტილება - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ოქროთი შევსებაზე>>>ამასთან, ლარსა და დოლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები უცვლელი რჩება. 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ.ეროვნული ბანკის გეგმებიდოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე. მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარში სესხების ლიმიტს გაზრდის
2024 წლის იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე გაიზარდა, მაისიდან კი ზღვარი კიდევ 100 ათასი ლარით გაიზრდება.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. 1-ელი მაისიდან საქართველოში ლარში სესხების გაცემის ახალი ლიმიტი ამოქმედდება - ჰეჯირების პრინციპი 300 ათასის ნაცვლად 400 ათას ლარზე მაღალ სესხებს შეეხება.
ჰეჯირება (Hedging) გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
სესხის ლიმიტი 400 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
ახალი გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ზღვარი 400 ათას ლარამდე იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ დოლარში სესხის აღება გადაწყვიტეთ, ის უნდა აღემატებოდეს 400 ათასი ლარის ეკვივალენტს დოლარში. ცვლილება ყველა ტიპის სესხს შეეხება.
ამასთან, ლარსა და დოლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები უცვლელი რჩება. 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ.
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე. მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.