https://sputnik-georgia.com/20240410/erovnulma-bankma-rezervebi-oqroti-sheavso-287266877.html
ისტორიული გადაწყვეტილება - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ოქროთი შევსებაზე
ისტორიული გადაწყვეტილება - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ოქროთი შევსებაზე
Sputnik საქართველო
სებ-მა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები შეიძინა. 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T22:08+0400
2024-04-10T22:08+0400
2024-04-10T22:08+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველად შეავსო სავალუტო რეზერვები ოქროთი, რაც ისტორიული მომენტია, განაცხადა ეკონომიკურმა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.ეროვნული ბანკის საბჭოს 1-ელი მარტის გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. მარეგულირებელმა 500 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.ეკონომისტის თქმით, ოქრო არის ერთ-ერთი მიმზიდველი, სტაბილური აქტივი, ერთგვარი „უსაფრთხოების ბალიში“ ეკონომიკისთვის და კრიზისის დროს მაღალი ინფლაციისას.„ამას სრულიად ნორმალურად, დადებითად ვაფასებ. ოქროს ფასი არ იცვლება, ის იზრდება", - აღნიშნა მან.ცუცქირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დროულს და აბსოლუტურად გამართლებულს უწოდებს, რადგანაც ის გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.ცუცქირიძემ არ გამორიცხა, რომ მომავალში მარეგულირებელმა, შესაძლოა, კვლავ შეიძინოს ოქროს ზოდები საერთაშორისო რეზერვების შესავსებად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ისტორიული გადაწყვეტილება - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ოქროთი შევსებაზე
სებ-მა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები შეიძინა.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველად შეავსო სავალუტო რეზერვები ოქროთი, რაც ისტორიული მომენტია, განაცხადა ეკონომიკურმა ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
ეროვნული ბანკის საბჭოს 1-ელი მარტის გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. მარეგულირებელმა 500 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება.
შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.
„ოქრო ძალიან საინტერესო აქტივია. ეს ისტორიული მომენტია. ეს პირველად მოხდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქროს ზოდები შეიძინა. ეს მოხდა ლონდონში. ჩვენი საერთაშორისო რეზერვები იქ ინახება. ღვნიშნავ, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ოქროს მარაგი. ისინი ამ რეზერვს არ ინახავენ მხოლოდ ერთ ადგილას ან მხოლოდ თავიანთი ქვეყნის ცენტრალურ ბანკში“, - განაცხადა ცუცქირიძემ პრესკლუბში „კვირა“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეკონომისტის თქმით, ოქრო არის ერთ-ერთი მიმზიდველი, სტაბილური აქტივი, ერთგვარი „უსაფრთხოების ბალიში“ ეკონომიკისთვის და კრიზისის დროს მაღალი ინფლაციისას.
„ამას სრულიად ნორმალურად, დადებითად ვაფასებ. ოქროს ფასი არ იცვლება, ის იზრდება", - აღნიშნა მან.
ცუცქირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დროულს და აბსოლუტურად გამართლებულს უწოდებს, რადგანაც ის გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
ცუცქირიძემ არ გამორიცხა, რომ მომავალში მარეგულირებელმა, შესაძლოა, კვლავ შეიძინოს ოქროს ზოდები საერთაშორისო რეზერვების შესავსებად.