დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი

© unsplash/Javier Allegue Barrosგზასაყარი
გზასაყარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 12 აპრილია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერამფარველობს.
დღეს ადამიანები შემოქმედებითი განწყობით იქნებიან, მოისურვებენ ურთიერთობებს; გაჩნდება ახლის შეცნობისკენ ლტოლვა. ამ დღეს მისასალმებელია მგზავრობა, სეირნობა, მივლინება, აქტიური დასვენების სახეობები, ხოლო რუტინული საქმეები და ჩვეულებრივი ყოფა გაღიზიანებას მოიტანს.
პრობლემა შეიძლება შექმნას ენამ – საჭიროა სიფრთხილე ლაპარაკისას, რათა ზედმეტი და სხვებისთვის უსიამოვნო რამ არ ითქვას. ასე შესაძლებელია კონფლიქტის თავიდან არიდება.
ვერძი: დღეს ყველაზე კარგად თავს სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. არ ხართ განწყობილი იმისთვის, რომ კაბინეტში გამოკეტილმა იმუშაოთ. სურვილი გაქვთ, რომ გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება, ეწვიოთ ადგილებს, სადაც ნამყოფი არ ხართ, მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები. სეირნობა, რომანტიკული ნაცნობობა, მგზავრობა – ეს ყველაფერი გაამძაფრებს თქვენს გრძნობებს, ცხოვრებაში კაშკაშა ფერებს შეიტანს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2019
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები
კურო: ასტროლოგები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლის გარეთ. მაგალითად, შეხვდეთ მეგობრებს კაფეში, გახვიდეთ ბუნებაში, ან ეწვიოთ რამე კულტურულ ღონისძიებას. თუ თქვენს ინერტულობას გადალახავთ, არ ინანებთ – გაქვთ დროის კარგად გატარებისა და საინტერესო ნაცნობობის შანსი. გაიმრავალფეროვნეთ მოსაწყენი ყოფითი დღეები და გახსოვდეთ, რომ სწორედ ესაა კარგი დღის აზრი – მოწყდეთ ყოველდღიურობას, რომელიც მაღვიძარა საათით იწყება და ტელევიზორის წინ დივანზე მთავრდება.
ტყუპი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ თქვენი ურთიერთობების სიმტკიცის შემოწმება მოხდეს. ეს შეიძლება სამუშაო კონტაქტებსაც ეხებოდეს და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებსაც. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება და თუ არ გსურთ ასეთი ვითარება, მთელი დიპლომატიური ნიჭის გამოყენება მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, როგორც არ უნდა გინდოდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, ჯობს, თავი შეიკავოთ, რადგან შედეგი ნამდვილად არ მოგეწონებათ.
კირჩხიბი: ყურადღებით უნდა უსმინოთ იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, შესაძლოა, რამე თქვენთვის საინტერესო შეიტყოთ, იქნება ეს ინფორმაცია თუ ღირებული იდეა. ასევე ყურადღება გმართებთ მოცემული რჩევების მიმართ, უარი არ უნდა თქვათ შემოთავაზებულ დახმარებაზე – სწორედ ამის წყალობით მიაღწევთ წარმატებებს. ანუ, გამარჯვებისთვის მხოლოდ თქვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება. ამისთვის გარშემომყოფების ხელშეწყობაც გჭირდებათ.
მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან
ლომი: დღეს წამიერად შეიძლება დაგაინტერესოთ რაღაცამ, ასევე გარშემომყოფებს თქვენი ემოციები „გადასდოთ“. შესაძლოა, სწორედ დღეს იპოვოთ რამე ახალი ჰობი, გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობების შესაძლებლობას დაინახავთ, ან რამე პროექტის სულისჩამდგემლი გახდეთ. ხართ ცნობისმოყვარე და მზად ხართ, ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთები გადადგათ.
ქალწული: დღეს კარგი შესაძლებლობები გეძლევათ გონებრივ შრომასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. არცთუ ხელსაყრელი დროა იდეების ცხოვრებაში რეალიზებისთვის, მაგრამ დაგეგმვისთვის შესანიშნავი დღეა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების დიდი შანსი აქვს. ასე რომ, იფიქრეთ, დაგეგმეთ საქმეები და თავში მოსული ყველა იდეა ჩაიწერეთ – რა იცით, იქნებ რომელიმე გენიალური აზრიცაა.
სასწორი: დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთ ადგილზე ჯდომა. ცხოვრება თქვენგან ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და მეტ ადრენალინს მოითხოვს. არ ღირს შეწინააღმდეგება ორ სურვილთან – მოძრაობისა და ურთიერთობების. ფიტნესი, შოპინგი, სირბილი, ახალი ნაცნობობა – ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ექსტრემალური სპორტისა და უცნობთან მსუბუქი ფლირტის ჩათვლით. ერთადერთი რჩევაა, რომ სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2023
ზოდიაქოს მთავარი მავნებლები - ნიშნები, რომლებიც ირგვლივ მყოფებს სიცოცხლეს „უმწარებენ"
მორიელი: დღეს გარშემომყოფებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა. ამის მიზეზი, შესაძლოა, თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა იყოს. არადა, ნამდვილად ღირს მოთმინებით ყოფნა და დიპლომატიურობა. ბოლოს და ბოლოს, თუ კამათი პრინციპულ საკითხებს არ ეხება, რატომ არ უნდა დათმოთ?
მშვილდოსანი: დღეს შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა, არჩევნის წინაშე დადგეთ და ეს ძალიან გაგიჭირდებათ. არჩევანი შეიძლება ეხებოდეს სამუშაო პროექტებსაც და პირად ცხოვრებასაც, მომავალს, სიყვარულს. აქ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც არჩევანს გააკეთებთ, სხვა ვარიანტები დაივიწყოთ; ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. ამ დროს მოქმედების წესი მარტივია: გული გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და გონება – რა არ გააკეთოთ.
თხის რქა: დღეს თქვენი გონება და გული ერთმანეთს დაუპირისპირდება – სურვილები ერთ მხარეს „გექაჩებათ“, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – მეორე მხარეს. თუ ამგვარი რამ მოხდა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ; როგორც ჩანს, რაც არ უნდა აირჩიოთ, გადაწყვეტილება არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გონებითაც და გულითაც ერთად უნდა მიიღოთ. თუ გრძნობთ, რომ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, მაშინ სხვა ვარიანტები უნდა მოძებნოთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები ხდებიან ყველაზე ხშირად პოპულარული
მერწყული: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და სადაც ახალი ნაცნობობის გაბმა შეგიძლიათ. ხართ კომუნიკაბელური, ადვილად ამყარებთ კონტაქტებს ადამიანებთან. ასტროლოგები გირჩევენ, გახვიდეთ საზოგადოებაში, ეწვიოთ რამე ღონისძიებას, ან სტუმრად წახვიდეთ ვინმესთან. საუბრებში თავს მთელი მშვენიერებით წარმოაჩენთ.
თევზები: სულ არ ხართ განწყობილი რუტინული სამუშაოსთვის. მთელი გონება შორეული მოგზაურობების ფიქრებით იქნება დაკავებული. ასტროლოგები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამოთ და დაგეგმოთ შვებულება, თუნდაც იქამდე დიდი დრო იყოს დარჩენილი. თვალსაჩინოდ წარმოდგენილი მიზანი დაგეხმარებათ, რომ პოზიტიურად დაიმუხტოთ და მოსაწყენი რეალობის გამო არ გაღიზიანდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0