https://sputnik-georgia.com/20240412/baxa-sramiani-soki-policiam-qurdul-samyarostan-kavsiristvis-svidi-piri-daakava-287290927.html
„ბახა”, „შრამიანი”, „შოკი“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის შვიდი პირი დააკავა
„ბახა”, „შრამიანი”, „შოკი“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის შვიდი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ „ქურდულ გარჩევებში” მონაწილეობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 12.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-12T15:46+0400
2024-04-12T15:46+0400
2024-04-12T15:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_0:45:2501:1451_1920x0_80_0_0_9405d8e8b09b017a80f102021def2027.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ქარელსა და გორში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 ადამიანი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულებიდან ყველაზე უფროსი 52 წლისაა, უმცროსი - 24. ზოგს მეტსახელებიც აქვს: `ბახა”, „შრამიანი”, „შოკი“. მათგან ნაწილი წარსულში ნასამართლევია.მათ გარდა ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 38 წლის წარსულში ნასამართლევ პირს, მეტსახელად „ცქნაფას“ და საზღვარგარეთ მყოფ ოთხ „კანონიერი ქურდს“: 63 წლის არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 43 წლის ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 50 წლის პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 42 წლის მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“).გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რას უკავშირდებოდა “ქურდული გარჩევები”გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ჩართეს.კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ „კანონიერი ქურდებისთვის“, კერძოდ ილია გაგლოევისთვის მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“ და პაატა ვაშაკიძისთვის, მეტსახელად „ეშხა“.„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ და „ქურდული“ გარჩევაც მოეწყო. საქმეში ასევე ჩაერთნენ „კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად „იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად „მახო“.„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული „შოკი“ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა.პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824813_119:0:2344:1669_1920x0_80_0_0_3494d514a5d1d78ccbe18731f0967818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ბახა”, „შრამიანი”, „შოკი“ - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის შვიდი პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ „ქურდულ გარჩევებში” მონაწილეობისთვის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ქარელსა და გორში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 ადამიანი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულებიდან ყველაზე უფროსი 52 წლისაა, უმცროსი - 24. ზოგს მეტსახელებიც აქვს: `ბახა”, „შრამიანი”, „შოკი“. მათგან ნაწილი წარსულში ნასამართლევია.
მათ გარდა ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 38 წლის წარსულში ნასამართლევ პირს, მეტსახელად „ცქნაფას“ და საზღვარგარეთ მყოფ ოთხ „კანონიერი ქურდს“: 63 წლის არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 43 წლის ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 50 წლის პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 42 წლის მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“).
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რას უკავშირდებოდა “ქურდული გარჩევები”
გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ჩართეს.
კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ „კანონიერი ქურდებისთვის“, კერძოდ ილია გაგლოევისთვის მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“ და პაატა ვაშაკიძისთვის, მეტსახელად „ეშხა“.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ და „ქურდული“ გარჩევაც მოეწყო. საქმეში ასევე ჩაერთნენ „კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად „იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად „მახო“.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული „შოკი“ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღო.