https://sputnik-georgia.com/20240411/batumi-evropis-sauketeso-turiztuli-mimartulebebis-oceulsi-moxvda-287274173.html
ბათუმი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ოცეულში მოხვდა
ბათუმი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ოცეულში მოხვდა
Sputnik საქართველო
საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია. 11.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-11T14:30+0400
2024-04-11T14:30+0400
2024-04-11T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396175_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_81e40af84ac1e5358063a928ebaff97e.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეული დაასახელა - ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს შორის ბათუმიც მოხვდა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.როგორც European Best Destinations წერს, ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა.როგორც European Best Destinations აღნიშნავს, ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში.პლატფორმაზე ასევე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები საუკუნეებია ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ“, - წერს გამოცემა.ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ, აღნიშნავს European Best Destinations.წყარო - European Best Destinations
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396175_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_a8226bb6e9ad40176de07b25dad68970.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარა , ბათუმი
ბათუმი ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ოცეულში მოხვდა
საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეული დაასახელა - ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს შორის ბათუმიც მოხვდა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.
როგორც European Best Destinations წერს, ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა.
„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში ისტორია თანამედროვეობას ერწყმის, აქ, აჭარის რეგიონში, აღმოაჩენთ ხელუხლებელ ბუნებას. აქ შეგიძლიათ სანაპიროზე დღეები გაატაროთ, აქაურობა საინტერესოა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. აჭარაში კარგად დაისვენებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. აქ გელოდებათ რომანტიკული დღეები. აჭარაში დააგემოვნებთ რეგიონის გემრიელ კერძებს“, - წერს გამოცემა.
როგორც European Best Destinations აღნიშნავს, ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში.
პლატფორმაზე ასევე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.
„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები საუკუნეებია ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ“, - წერს გამოცემა.
ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვან ხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ, აღნიშნავს European Best Destinations.