https://sputnik-georgia.com/20240410/saqartveloshi-mosaxleobis-agweris-programis-ganaxlebuli-proeqti-daamtkices-287249776.html
საქართველოში მოსახლეობის აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცეს
საქართველოში მოსახლეობის აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცეს
Sputnik საქართველო
აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება. 10.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-10T11:00+0400
2024-04-10T11:00+0400
2024-04-10T11:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249048148_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_c9e0f3986358cbec213420419c09eb18.jpg
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. მთავარი სიახლე იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.საქართველოსთვის ეს იქნება მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 4 მილიონ 371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3.729,635 ადამიანი შეადგინა.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღწერა სავალდებულოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ყველა ვინც პასუხობს კითხვებს, ვალდებულია მიაწოდოს სარწმუნო ინფორმაცია საკუთარ თავზე.აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებს ან უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249048148_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b54412e19d2e528767757f60696481ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველოში მოსახლეობის აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცეს
აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერაც ჩატარდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის განახლებული პროექტი დაამტკიცა. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. მთავარი სიახლე იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
„ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
საქართველოსთვის ეს იქნება მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.
2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 4 მილიონ 371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3.729,635 ადამიანი შეადგინა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღწერა სავალდებულოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ყველა ვინც პასუხობს კითხვებს, ვალდებულია მიაწოდოს სარწმუნო ინფორმაცია საკუთარ თავზე.
აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებს ან უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს.