GORBI: პარლამენტში დამოუკიდებლად მოხვედრის შანსი მხოლოდ ორ პარტიას აქვს

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მხარს უჭერს მოსახლეობის 60,4%, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 12,6%, ხოლო სხვა პარტიების მხარდაჭერა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-ს ვერ აღწევს, ასეთია ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითი ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
გამოკითხვა 11-18 მარტს ჩატარდა. კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", რესპონდენტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გამოკითხულთა 4,7% მზადაა ხმა მისცეს პარტიას „ლელო საქართველოსთვის”, პარტია „ევროპულ საქართველოს” ხმას აძლევს გამოკითხულთა 4,5%, პარტიას „საქართველოსთვის” ემხრობა გამოკითხულთა 3,7%, გაერთიანებას „გირჩი - მეტი თავისუფლება” და „დროა" მხარს უჭერს 3%.
რაც შეეხება პარტიას „ახალი", რომელიც ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიამ და ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ოფიციალურად 11 მარტს დააფუძნეს, ხმების 1,6% მიიღო. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ პარტიის რეიტინგი ეფუძნება რესპონდენტთა სპონტანურ პასუხებს, რადგანაც იგი ოფიციალურად დაფუძნდა მას შემდეგ, რაც საველე სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად ეს პარტია კითხვის პასუხებში არ იყო მითითებული.
სხვა პარტიების შედეგები კი ასეთია: „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" - 1,4%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 0.9%, „მოქალაქეები" - 0.6%, „ლეიბორისტული პარტია" - 0.6%, დანარჩენმა პარტიებმა ერთობლივად მიიღეს ხმების 6%.
გამოკითხვა თბილისსა და რეგიონებში პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,7 ათასმა ადამიანმა. კვლევის ცდომილება შეადგენს +/-3%-ს.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ყველა ახალი ამბავი
0