ოთხ პირს საკუთარ ფერმაში იძულებით ამუშავებდა: ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით საკუთარ ფერმაში იძულებით ამუშავებდა. ის დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობასაც უკრძალავდა.
გარდა ამისა, დაკავებული ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული მათ ფერმაში მუშაობასთან.
უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში კი თუ დაზარალებულები მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყოდნენ, ან ბრალდებული უკმაყოფილო დარჩებოდა შესრულებული სამუშაოთი, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის (ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი) მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0