საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ტერაქტები ბაიდენის ოჯახს დაუკავშირა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნატოსა და აშშ-ის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისა „და სხვა პირების" მიმართვის პასუხად აღიძრა.
„დადგინდა, რომ უკრაინაში მოქმედი კომერციული ორგანიზაციების, კერძოდ, ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma Holdings-ის მეშვეობით მიღებული თანხები ბოლო წლებში გამოიყენებოდა ტერორისტული აქტების განსახორციელებლად როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე მის ფარგლებს გარეთ − პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების თავიდან მოშორებისა და ეკონომიკური ზიანის მიყენების მიზნით“, - აღნიშნა პეტრენკომ.
მისი თქმით, ახლა მოწმდება რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსულობების წყაროები და მათი შემდგომი მოძრაობა, „დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფო მოხელეების, საზოგადოებრივი და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენელი კონკრეტული პირების კავშირები“, ასევე „ტერაქტების უშუალო შემსრულებელთა კავშირები უცხოელ კურატორებთან, ორგანიზატორებთან და სპონსორებთან“.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
დასავლური ტერაქტები რუსეთში: საგამოძიებო კომიტეტი დეპუტატების მიმართვას განიხილავს
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართე და აშშ-ისადა სხვა დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტულ აქტების ორგანიზების, დაფინანსებისა და განხორციელების საკითხის შესწავლა მოსთხოვეს.
როგორც მიმართვაში იყო აღნიშნული, „ერთ-ერთი მთავარი კერძო სპონსორი, მათ შორის უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ტერორისტული საქმიანობის უშუალო დამფინანსებელი, იყო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინელი ბიზნესპარტნიორი − გაზმომპოვებელი კომპანია Burisma-ს მფლობელი ნიკოლაი ზლოჩევსკი. გარდა ამისა, ირიბი სპონსორები იყვნენ კომპანიის ტოპმენეჯერები და კორუფციაში ჩართული თანამზრახველები“.
ყველა ახალი ამბავი
0