დასავლური ტერაქტები რუსეთში: საგამოძიებო კომიტეტი დეპუტატების მიმართვას განიხილავს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
გამოწერა
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დუმის რამდენიმე დეპუტატის მიმართვას განიხილავს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ტერაქტების ორგანიზებას, დაფინანსებასა და განხორციელებას შეეხება, წერს უწყება საკუთარ Telegram-არხზე.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი, კანონით დადგენილი წესით, განიხილავს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების − კრასოვის, ხარიტონოვის, ლანტრატოვასა და ასევე საზოგადო მოღვაწეების − დუგინისა და დერკაჩის მიმართვას აშშ-ის და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტულ აქტების ორგანიზების, დაფინანსებისა და განხორციელების შესახებ“, − აცხადებენ კომიტეტში.
დეპუტატების მიმართვა, რომელიც, გარდა საგამოძიებო კომიტეტისა, ასევე გაეგზავნა რუსეთის გენერალურ პროკურატურას, გერმანიის, აშშ-ის, კვიპროსისა და საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროებს, შეიცავს მოწოდებას „გამოიძიონ ტერორისტული აქტები, რომლებსაც შეერთებული შტატები, ნატოს ქვეყნებთან და უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად ახორციელებს რუსეთის ტერიტორიაზე ან მისი ინტერესების წინააღმდეგ“.
მიმართვაში ჩამოთვლილია ბოლო წლებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქება, პოლიტოლოგ დარია დუგინასა და სამხედრო კორესპონდენტ ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა, მწერალ ზახარ პრილეპინზე თავდასხმა.

დასავლური კვალი

როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, დეპარტამენტის ინფორმაციით, ისლამისტებს ტერაქტის მომზადებაში დასავლური სპეცსამსახურები დაეხმარნენ. გარდა ამისა, თავდასხმასთან უშუალო კავშირი აქვს კიევს.
როგორც ბორტნიკოვმა განმარტა, რუსეთის სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ ტერაქტის უკან აშშ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა დგანან.
მისი თქმით, ტერორისტული თავდასხმა დასავლურ სპეცსამსახურებსა და უკრაინას აძლევდა ხელს, რათა რუსეთში სიტუაცია შეერყიათ და საზოგადოებაში პანიკა დაეთესათ.
ბორტნიკოვმა ასევე დასძინა, რომ ბოევიკებს სურდათ გაქცევა უკრაინაში, სადაც მათ ისე დახვდებოდნენ, როგორც გმირებს.

ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“

მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერორისტული თავდასხმა 22 მარტის საღამოს მოხდა. შენობაში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა და ხალხს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნა. რამდენიმე ადგილას ხანძარიც გააჩინეს, რის შედეგადაც სახურავი ჩამოინგრა და დარბაზი მთლიანად დაიწვა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაიღუპა 139 ადამიანი, მათგან 40 − ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, 182 კი დაშავდა.
სისხლის სამართლის საქმე „ტერაქტის“ მუხლით აღიძრა.
დამნაშავეები 23 მარტს, გამთენიისას დააკავეს ბრიანსკის ოლქში. ეს ტაჯიკეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც საზღვრისკენ მანქანით მიდიოდნენ. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ისინი 22 მაისამდე დააპატიმრა. საქმეზე სულ 11 პირია დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0