https://sputnik-georgia.com/20240408/eqsperti-mushaxelis-deficitze-287212393.html
არ სურთ გადახდა - ექსპერტი საქართველოში მუშახელის დეფიციტზე
არ სურთ გადახდა - ექსპერტი საქართველოში მუშახელის დეფიციტზე
Sputnik საქართველო
კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 08.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-08T16:38+0400
2024-04-08T16:38+0400
2024-04-08T16:38+0400
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22777/88/227778827_0:92:2048:1244_1920x0_80_0_0_27490d124dc320fe8c73eb4d062d0123.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. უცხოეთში სამუშაოს მოძიების მიზნით საქართველოს აქტიურად ტოვებენ კვალიფიციური კადრები, რადგანაც ქართველ დამსაქმებლებს არ სურთ ნორმალურად გადაუხადონ დასაქმებულებს, განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.საქართველოს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიხედვით, ქართული ბიზნესის 67% პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიები თავიანთი ბიზნესის შემაფერხებელ ძირითად ფაქტორად სპეციალისტებისა და მუშახელის ნაკლებობას მიიჩნევენ. პრობლემა ძირითადად სამშენებლო და სამრეწველო სექტორში ფიქსირდება.„ვინც პროფესიონალები არიან და კვალიფიციურ კადრებად ითვლებიან, ქვეყანას ტოვებენ და სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ მიდიან, რადგანაც საქართველოში მათ არ აქვთ შესაბამისი ხელფასი, რათა ნორმალურად შეძლონ ოჯახის რჩენა. მიუხედავად მათი ბიზნესის წარმატებისა, ქართველ დამსაქმებლებს არ სურთ ნორმალური ხელფასის გადახდა“, - განაცხადა შენგელიამ.ექსპერტის თქმით, მაგალითად, სამშენებლო სექტორში უკვე სერიოზული დეფიციტია და კომპანიები უცხოეთიდან იზიდავენ იაფ მუშახელს.სწორედ ამიტომაც, ექსპერტის თქმით, ყოველწლიურად იზრდება საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა. როგორც შენგელიამ აღნიშნა, ქვეყანას თავიანთი დარგის პროფესიონალები ტოვებენ, ისინი საზღვარგარეთ იღებენ 2-დან 2,5 ათას ევრომდე ანაზღაურებას, საქართველოში კი ამ თანხის ნახევარი რომ მიეღოთ, ისინი არსად წავიდოდნენ.„არის ქვეყნები, ტაჯიკეთი, ჩინეთი, სადაც მოსახლეობას ყოველთვიურად 200-300 დოლარი აქვს ხელფასი და მათთვის საქართველოში მუშაობა მისაღებია. ანუ უცხოელების ჩამოყვანა უნდათ, რათა ქართველებზე ათას ლარზე მეტი არ დახარჯონ. როცა ადამიანს ათას ლარად ქირაობ, მას 600 ლარი სჭირდება თავისთვის და ოჯახის სარჩენად თითქმის აღარაფერი რჩება. საქართველოში ბევრი ოჯახია, რომელსაც მხოლოდ ერთი მარჩენალი ჰყავს“, - აღნიშნა შენგელიამ.მშენებლები სამუშაო ძალის უკმარისობას უჩივიან>>>გარდა ამისა, ქვეყანაში პროფესიული განათლება ჩამორჩება უმაღლესი განათლების მიღებას ისეთ პოპულარულ პროფესიებში, როგორიცაა იურისტები, ექიმები, ეკონომისტები და ა.შ.შენგელიას მიაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგა, პრობლემა კვლავ მწვავედ დგას და მის მოსაგვარებლად მთავრობას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება.პროფესიული განათლების განვითარებასაქართველოს მთავრობაში უფრო ადრე განაცხადეს, რომ კვალიფიკაციის საკითხის გადაჭრას აპირებენ პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის გზით უმაღლესი და საშუალო განათლების სისტემაში მისი ინტეგრირებისთვის.ამჟამად კოლეჯები უზრუნველყოფენ მხოლოდ პროფესიულ განათლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მაღალი კლასების სწავლების ალტერნატივას არ წარმოადგენენ.ანუ სახელმწიფო კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციას პროფესიულ განათლებაში.მთავრობა ვარაუდობს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების დონეს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც შემოთავაზებულია კერძო სექტორისთვის, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში გეგმავს კვალიფიკაციის განახლებას, დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, აგრეთვე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას.მას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22777/88/227778827_134:0:1915:1336_1920x0_80_0_0_305471a3aa786e87e9304203046ef363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
არ სურთ გადახდა - ექსპერტი საქართველოში მუშახელის დეფიციტზე
კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. უცხოეთში სამუშაოს მოძიების მიზნით საქართველოს აქტიურად ტოვებენ კვალიფიციური კადრები, რადგანაც ქართველ დამსაქმებლებს არ სურთ ნორმალურად გადაუხადონ დასაქმებულებს, განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ
„Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
საქართველოს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიხედვით, ქართული ბიზნესის 67% პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიები თავიანთი ბიზნესის შემაფერხებელ ძირითად ფაქტორად სპეციალისტებისა და მუშახელის ნაკლებობას მიიჩნევენ. პრობლემა ძირითადად სამშენებლო და სამრეწველო სექტორში ფიქსირდება.
„ვინც პროფესიონალები არიან და კვალიფიციურ კადრებად ითვლებიან, ქვეყანას ტოვებენ და სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ მიდიან, რადგანაც საქართველოში მათ არ აქვთ შესაბამისი ხელფასი, რათა ნორმალურად შეძლონ ოჯახის რჩენა. მიუხედავად მათი ბიზნესის წარმატებისა, ქართველ დამსაქმებლებს არ სურთ ნორმალური ხელფასის გადახდა“, - განაცხადა შენგელიამ.
ექსპერტის თქმით, მაგალითად, სამშენებლო სექტორში უკვე სერიოზული დეფიციტია და კომპანიები უცხოეთიდან იზიდავენ იაფ მუშახელს.
„ჩვენს ბიზნესს, განსაკუთრებით სამშენებლოს, რომელიც ძალიან მომგებიანია, არ სურს ხელფასებზე ფულის დახარჯვა და ურჩევნია იაფად ჩამოიყვანოს მუშახელი საზღვარგარეთიდან მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები, პირიქით, ტოვებენ სამშობლოს ნორმალური შემოსავლის საძიებლად. ასევე ხდება სხვა სფეროებშიც“, - განაცხადა მან.
სწორედ ამიტომაც, ექსპერტის თქმით, ყოველწლიურად იზრდება საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა. როგორც შენგელიამ აღნიშნა, ქვეყანას თავიანთი დარგის პროფესიონალები ტოვებენ, ისინი საზღვარგარეთ იღებენ 2-დან 2,5 ათას ევრომდე ანაზღაურებას, საქართველოში კი ამ თანხის ნახევარი რომ მიეღოთ, ისინი არსად წავიდოდნენ.
„არის ქვეყნები, ტაჯიკეთი, ჩინეთი, სადაც მოსახლეობას ყოველთვიურად 200-300 დოლარი აქვს ხელფასი და მათთვის საქართველოში მუშაობა მისაღებია. ანუ უცხოელების ჩამოყვანა უნდათ, რათა ქართველებზე ათას ლარზე მეტი არ დახარჯონ. როცა ადამიანს ათას ლარად ქირაობ, მას 600 ლარი სჭირდება თავისთვის და ოჯახის სარჩენად თითქმის აღარაფერი რჩება. საქართველოში ბევრი ოჯახია, რომელსაც მხოლოდ ერთი მარჩენალი ჰყავს“, - აღნიშნა შენგელიამ.
გარდა ამისა, ქვეყანაში პროფესიული განათლება ჩამორჩება უმაღლესი განათლების მიღებას ისეთ პოპულარულ პროფესიებში, როგორიცაა იურისტები, ექიმები, ეკონომისტები და ა.შ.
შენგელიას მიაჩნია, რომ მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, რომელიც ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგა, პრობლემა კვლავ მწვავედ დგას და მის მოსაგვარებლად მთავრობას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება.
პროფესიული განათლების განვითარება
საქართველოს მთავრობაში უფრო ადრე განაცხადეს, რომ კვალიფიკაციის საკითხის გადაჭრას აპირებენ პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის გზით უმაღლესი და საშუალო განათლების სისტემაში მისი ინტეგრირებისთვის.
ამჟამად კოლეჯები უზრუნველყოფენ მხოლოდ პროფესიულ განათლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მაღალი კლასების სწავლების ალტერნატივას არ წარმოადგენენ.
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.
ანუ სახელმწიფო კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციას პროფესიულ განათლებაში.
მთავრობა ვარაუდობს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების დონეს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც შემოთავაზებულია კერძო სექტორისთვის, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში გეგმავს კვალიფიკაციის განახლებას, დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, აგრეთვე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას.
მას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.