მშენებლები სამუშაო ძალის უკმარისობას უჩივიან

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პერსონალის მოწვევა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ხანდახან თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან უწევთ.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქართულ სამშენებლო კომპანიებს, მუშახელის დეფიციტის გამო, კადრების შემოყვანა მეზობელი ქვეყნებიდან უწევთ, განაცხადა სამშენებლო კომპანია „რეფორმის" დამფუძნებელმა გეგი ქელბაქიანმა მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ინფორმაციით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მეწარმეები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანაში ასეთი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები არის.
„ქართველი მუშახელის მიგრაცია გვაქვს პოლონეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ხშირად, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, კადრების შემოყვანა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან გვიწევს, არის შემთხვევები, როდესაც თურქმენეთიდან და უზბეკეთიდანაც ჩამოჰყავთ", - განაცხადა ქელბაქიანმა.
მეწარმის თქმით, საუბარია ჩვეულებრივ მუშახელზე და არა კვალიფიციურ კადრებზე.
„ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გამოწვევაა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დროებითი ტურბულენტობაა და უნდა დასტაბილურდეს, ადრე თუ გვიან ქართველები დაბრუნდებიან და მათ ჩვენ დავასაქმებთ. აღნიშნული გამოწვევა დროულ და გაერთიანებული ძალისხმევით მოგვარებას საჭიროებს", - აღნიშნა მან.
პროფესიული განათლების განვითარება
საქართველოს მთავრობაში უფრო ადრე განაცხადეს, რომ კვალიფიკაციის საკითხის გადაჭრას აპირებენ პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის გზით უმაღლესი და საშუალო განათლების სისტემაში მისი ინტეგრირებისთვის.
ამჟამად კოლეჯები უზრუნველყოფენ მხოლოდ პროფესიულ განათლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მაღალი კლასების სწავლების ალტერნატივას არ წარმოადგენენ.
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.
თბილისში ბინებზე ფასები იზრდება - ახალი სტატისტიკა>>
ანუ სახელმწიფო კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციას პროფესიულ განათლებაში.
მთავრობა ვარაუდობს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების დონეს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც შემოთავაზებულია კერძო სექტორისთვის, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში გეგმავს კვალიფიკაციის განახლებას, დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, აგრეთვე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას.
ასევე დაიწყება მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო საფეხურზე, რათა მოხდეს პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირება. მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
სამსახურები არის, მაგრამ პროფესიონალების დეფიციტია - ექსპერტი>>
პროფსასწავლებლები 2022 წელს 7,6 ათასმა ადამიანმა დაამთავრა. უმეტესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერიამ წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
უმუშევრობის დონემ საქართველოში 2023 წლის მესამე კვარტალში 15,6% შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა. აღნიშნულ პერიოდში უმუშევრების რიცხვი 1,4 ათასით, ანუ 0,6%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 252,2 ათასი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0