თბილისში ბინებზე ფასები იზრდება - ახალი სტატისტიკა

მრავალსართულიანი კორპუსები - საბურთალოს რაიონი
მრავალსართულიანი კორპუსები - საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
2023 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 2.809 ლარს შეადგენს.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2023 წლის მესამე კვარტალში 15,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 5,5%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალოწლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მესამე კვარტალში 39,5%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 5,2% შეადგინა, ხოლო 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ის 15,7%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

5 314

ვაკე

4 756

საბურთალო

3 652

ჩუღურეთი

3 518

კრწანისი

3 427

დიდუბე

3 287

ნაძალადევი

3 201

გლდანი

3 129

ისანი

3 119

სამგორი

2 892

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები მესამე კვარტალში, 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით – 13,4%-ით.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო მაჩვენებელი, ლარი

მთაწმინდა

4 049

ვაკე

3 511

საბურთალო

2 890

დიდუბე

2 868

ჩუღურეთი

2 656

ისანი

2 509

ნაძალადევი

2 268

კრწანისი

2 265

სამგორი

2 219

გლდანი

2 192

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.809 ლარს, თეთრი კარკასი – 3.159 ლარს, მწვანე კარკასი – 3.548ლარს. 2022 წლის მესამე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.326 ლარი, თეთრი – 2.585, მწვანე – 3.115 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0