https://sputnik-georgia.com/20240407/ekonomikur-sabchoze-aeroportis-sakitxi-ganixiles-287207185.html
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი - რა განიხილეს ეკონომიკურ საბჭოზე
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი - რა განიხილეს ეკონომიკურ საბჭოზე
Sputnik საქართველო
ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. 07.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-07T18:52+0400
2024-04-07T18:52+0400
2024-04-07T18:52+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_3a8dfb20d3161cb01204d1bd9bc6e77c.jpg
თბილისი, 7 აპრილი— Sputnik. ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე გეგმავს.მისი თქმით, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მედიას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.დავითაშვილის თქმით, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერისა და სტიმულირების ახალი მექანიზმები.„ეს ინფორმაცია ჩვენ გავაცანით ეკონომიკური საბჭოს წევრებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც განიხილა ეკონომიკურმა საბჭომ", - განაცხადა დავითაშვილმა.ახალი აეროპორტის საჭიროებაროგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც ასევე იქნება სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, განაცხადეს მთავრობაში.ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოეყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მომხარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/277999948_20:0:1839:1364_1920x0_80_0_0_66bb9d59211627f10f9078d8b1dc4e4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი - რა განიხილეს ეკონომიკურ საბჭოზე
ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა.
თბილისი, 7 აპრილი— Sputnik. ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე გეგმავს.
„სხდომაზე საუბარი გვქონდა თბილისის ახალ აეროპორტზე, მოვისმინეთ ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ჩაატარდა. განხილული იყო რამდენიმე ოფცია და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მედიას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
დავითაშვილის თქმით, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერისა და სტიმულირების ახალი მექანიზმები.
„ეს ინფორმაცია ჩვენ გავაცანით ეკონომიკური საბჭოს წევრებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც განიხილა ეკონომიკურმა საბჭომ", - განაცხადა დავითაშვილმა.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც ასევე იქნება სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, განაცხადეს მთავრობაში.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
საქართველოს აეროპორტების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოეყო. თანხა ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას მომხარდება.