აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე: დაღუპულთა შორის შსს-ს თანამშრომელია

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2024
გამოწერა
აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფეთქების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს, შუადღეს გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
„მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი შსს-ს, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ-ექსპერტი.
აფეთქების მიზეზების დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0