2023 წელს საქართველოში 24 ქალი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2024
გამოწერა
საქართველოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში 24 ქალი მოკლეს, მათგან 16 ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ოჯახური ძალადობის შედეგად ცხრა ქალმა თვითმკვლელობა სცადა და ერთი ქალის მკვლელობის აღკვეთა გახდა შესაძლებელი. ასევე დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტი.
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება და მესამე პოზიციას იკავებს ქურდობისა და ნარკოდანაშაულის შემდეგ.
2023 წელს „ოჯახური ძალადობის“ მუხლით 4.101 დანაშაული დაფიქსირდა, მათგან გახსნილია 86,4%. საქართველოში ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი გახდა 723 ქალი და გოგონა. ქალების ძირითადი ნაწილი, ვინც სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი გახდა, 25-დან 60 წლამდე პირები არიან.
სტატისტიკის თანახმად, ქალებზე ძალადობას ყველაზე ნაკლებად 24 წლამდე მამაკაცები ახორციელებენ. ყველაზე ხშირად ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან 25-დან 44 წლამდე მამაკაცებისგან, შემდეგ მოდის 45-დან 60 წლამდე მამაკაცები.
2023 წელს საქართველოში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო:
ფსიქოლოგიური ძალადობა
ფიზიკური
სექსუალური
ძალადობის ფაქტების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, მეორე ადგილზეა ქვემო-ქართლი, შემდეგ მოდის აჭარა.
საქართველოში ასევე გავრცელებულია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დანაშაულები - 2023 წელს აღძრული 1.806 საქმიდან 1.653 არის გენდერის ნიშნით სიძულვილით ჩადენილი დანაშაული, რის შედეგადაც დაშავდა 1.171 ადამიანი, აქედან 1.159 18-დან 60 წლამდე ქალია.
უფრო მეტიც, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციულ დანაშაულში ბრალდებულთა უმრავლესობა 18 წელს ზემოთ მამაკაცია - მათი მსხვერპლი მეუღლეები და პარტნიორები არიან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.
ყველა ახალი ამბავი
0