დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 აპრილი

© photo : ESOკოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 6 აპრილია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.
ეჭვიანობის დღეა – ან თქვენ იეჭვიანებთ, ან თქვენ მიმართ იეჭვიანებს ვინმე. ეცადეთ, ამ გრძნობას გასაქანი არ მისცეთ. ურთიერთობების გამორკვევა სხვა დროისთვის გადადეთ. სხვა მხრივ კარგი დღეა, რომელიც ენერგიულობას გპირდებათ პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში.
ვერძი: შესანიშნავი დღეა. ყველაფერი იოლად გამოგივათ. ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთანაც და სამყაროსთანაც. ეს უპირატესობას მოგანიჭებთ საქმეების წარმოებაშიცა და ადამიანებთან ურთიერთობებშიც. შესაძლოა, რაღაც სასიამოვნო მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ან ხილული მიზეზის გარეშე იყოთ კმაყოფილი. სულიერი წონასწორობა საშუალებას მოგცემთ, ეს დღე გაატაროთ არა მარტო სასიამოვნოდ, არამედ სასარგებლოდაც.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
კურო: დღეს ფულთან მიმართებით სიფრთხილე გმართებთ – არის ზარალისა და დანაკარგის საშიშროება. ეს, პირველ რიგში, თქვენს უყურადღეებობასა და მიამიტობას შეიძლება უკავშირდებოდეს – შესაძლოა, რამე შეიძინოთ დაუფიქრებლად, დიდი თანხა დახარჯოთ გართობაზე ან თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ასე რომ არ მოხდეს, ხარჯები უნდა გააკონტროლოთ. ინვესტიციები, ბიზნესი და თამაში ბირჟაზე დღეს საერთოდ დაივიწყეთ.
ტყუპი: ელოდეთ ბედის საჩუქარს. დიდი ალბათობით, ეს ბიზნესს ან ფინანსებს შეეხება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პირად ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობებსაც შეეხოს. ასე თუ ისე, ფორტუნა შემთხვევით არ გაგიღიმებთ – მიიღებთ მხოლოდ იმას, რაც დაიმსახურეთ. რასაც აკეთებთ, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მეტი ძალაუფლება გაქვთ საკუთარ ცხოვრებაზე. ამის არ შეგეშინდეთ, მხოლოდ უსაქმოდ ყოფნისა უნდა გეშინოდეთ.
კირჩხიბი: დღეს აუცილებელია, რომ მოვლენების მიმდინარეობას თვალი ადევნოთ – არ არის გამორიცხული, რომ ვითარებამ თქვენი ინფორმირებულობა და მომზადება მოითხოვოს. თუ მოდუნდებით, რისკავთ, რომ თაღლითების ან არახელსაყრელი გარემოებების მსხვერპლი გახდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერი გააკონტროლეთ. შესაძლოა, ვინმე თქვენთვის დეზინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. ჯობია, ნაკლებად ნაცნობი ადამიანების ნდობა ნულამდე დაიყვანოთ.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი
ლომი: დღეს თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან, სამწუხაროდ, იდეალისგან შორს იქნება. შესაძლოა, თვითონ თქვენ იყოთ უკომპრომისო განწყობაზე და კონფლიქტების პროვოცირება მოაწყოთ. ან ირგვლივ მყოფებმა ცეცხლს ნავთი დაასხან თავიანთი კრიტიკითა და ზურგს უკან ჭორაობით. თუ არ გინდათ, მთელი დღე ურთიერთობების გამორკვევაში გაატაროთ, მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინეთ და იუმორი სასტიკ სატირასა და სარკაზმში არ აურიოთ.
ქალწული: დღეს განწყობილი იქნებით საუკეთესო შედეგის მიღებისთვის. დღეს თქვენი ჰოროსკოპი აზარტისა და შეჯიბრების ფლუიდებით არის სავსე. ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ, ეცდებით, რომ სხვებს გაუსწროთ. სწორედ ამიტომ ეს დღე შესანიშნავად მიესადაგება მუშაობასა და კარიერაზე ზრუნვას. ასევე კარგი დროა ფლირტისა და სიყვარულისთვის – სწრაფვა პირველობისკენ აქაც გამოგადგებათ.
სასწორი: შესანიშნავი დღეა. იქნებით ორგანიზებული და საქმიანი, ენერგიული და უდრეკი, რაც ნებისმიერ საქმეში წარმატების გარანტია. საქმეებს კეთილსინდისიერად და გულისყურით შეასრულებთ. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ თქვენი მომთხოვნელობა გარშემომყოფებზეც გავრცელდება და თუ ვინმე თქვენს მაღალ მოლოდინებს ვერ გაამართლებს, ამის მოურიდებლად პირში მიხლაც შეგიძლიათ.
Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2018
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: ურთიერთობების დღეა – ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავთ. რაც არ უნდა თქვათ ან გააკეთოთ, ეს ირგვლივ მყოფთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. ისინი მხარს დაუჭერენ თქვენს იდეებს, გკითხავენ რჩევას, შემოგთავაზებენ დახმარებას. შეგიძლიათ, თავი ორატორულ სარბიელზეც მოსინჯოთ, ან რამე პროექტის ინიციატორად გამოხვიდეთ – სხვების დარწმუნების უნარი სათანადო სიმაღლეზე გექნებათ.
მშვილდოსანი: დღევანდელი დღე მიმდინარე საქმეებს უნდა დაუთმოთ – ეს ყველაზე კარგად გამოგივათ. იქნებით ყურადღებიანი, შეძლებთ ისეთი საქმეების გაკეთებას, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ, მოიფიქრებთ თითოეულ დეტალს, შეიმუშავებთ მოქმედებების გეგმას. რაც შეეხება საპასუხისმგებლო ამოცანებს, ისინი, სჯობს, გადადოთ – ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არაა.
თხის რქა: დღეს ირგვლივ ყველაფერი თქვენს ინტერესს გააღვიძებს. იქნებით აქტიური, ემოციური, შემოქმედებითი ენერგიითა და დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით აღსავსე. იმდენად კარგი მსმენელი იქნებით, რომ გარშემომყოფები შეიძლება ვერც კი მიხვდნენ, ისე გაგიხსნან გული და გაგიმჟღავნონ თავიანთი საიდუმლო. ერთადერთი რაც გაგიჭირდებათ, ეს რუტინული საქმის შესრულებაა.
მდინარე არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2019
ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები
მერწყული: დღეს ყველაფერში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა, რაც საქმიან სფეროს უკავშირდება. გელოდებათ კარიერული ზრდა, გამარჯვებები სამუშაოზე, ბიზნესში, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. იღბლიანი იქნება შოპინგი. თუ სითამამე არ გყოფნით, იმუშავეთ საკუთარ თავზე და გადადგით გაბედული ნაბიჯები – ეს თქვენი დღეა, როდესაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ.
თევზები: ეს დღე საუკეთესო იმისთვის, რომ ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოთ და გეგმების რეალიზება დაიწყოთ. წარმატებული დროა ახალი წამოწყებებისთვის, ამიტომ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ. შესაძლოა, დიდი ხანია ახალი პროექტის დაწყება გსურთ, ან მოწევისთვის დავის დანებება. იქნებ, ფიტნესზე ჩაწერას ნატრობთ, რომანტიკულ ნაცნობობას, ან ახალ სამუშაოს? დადგა ცვლილებების დრო, იმოქმედეთ!
ყველა ახალი ამბავი
0