https://sputnik-georgia.com/20240406/cinuri-aviakompania-saqartvelosi-reisebis-sixsires-gazrdis-287198274.html
ჩინური ავიაკომპანია საქართველოში რეისების სიხშირეს გაზრდის
ჩინური ავიაკომპანია საქართველოში რეისების სიხშირეს გაზრდის
Sputnik საქართველო
უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში, ამის შემდეგ პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი... 06.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-06T12:35+0400
2024-04-06T12:35+0400
2024-04-06T12:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23572/14/235721486_0:0:2900:1631_1920x0_80_0_0_d2e6f57161004531b1c5794793b5329f.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოში საზაფხულო სეზონზე რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეხვედრაზე ავიაკომპანიის ადგილობრივ მენეჯმენტთან.შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის სამზადისთვის ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება.2023 წელს ჩინეთიდან საქართველოს 48.304 ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. 2023 წელს China Southern Airlines-მა ჯამურად საქართველოში 31.258 მგზავრი გადაიყვანა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23572/14/235721486_130:0:2781:1988_1920x0_80_0_0_f06fb8f8ed462283d31ed2a84480cc69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ჩინური ავიაკომპანია საქართველოში რეისების სიხშირეს გაზრდის
უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში, ამის შემდეგ პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირებაზე იმსჯელებენ
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოში საზაფხულო სეზონზე რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეხვედრაზე ავიაკომპანიის ადგილობრივ მენეჯმენტთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის სამზადისთვის ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება იყო და ის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ გავზარდოთ სიხშირეები და დავგეგმეთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება.
2023 წელს ჩინეთიდან საქართველოს 48.304 ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. 2023 წელს China Southern Airlines-მა ჯამურად საქართველოში 31.258 მგზავრი გადაიყვანა.