https://sputnik-georgia.com/20240405/saqartvelosi-narkodanasaulistvis-14-piri-daakaves-287187672.html
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T16:00+0400
2024-04-05T16:00+0400
2024-04-05T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და გურიაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 18-დან 55 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: მარიხუანა, „მდმა“, „ჰაშიში“, „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“ და „სუბოტექსი“. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორები, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 14 პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და გურიაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 18-დან 55 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: მარიხუანა, „მდმა“, „ჰაშიში“, „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“ და „სუბოტექსი“. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორები, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.
მათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.