საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ბერაია
ირაკლი ბერაია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2024
გამოწერა
აღნიშნული თანამდებობა ორი დღის წინ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, შალვა ლომიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.
ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
პარლამენტში ირაკლი ბერაიას ლევან მაჭავარიანი შეცვლის. მაჭავარიანი მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს. მას აღნიშნული თანამდებობა 2021 წლის 23 აპრილიდან ეკავა.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0