https://sputnik-georgia.com/20240405/gaero-da-evropuli-sabwo-ucxouri-agentebis-sesaxeb-kanonis-winaarmdegi-arian-287188508.html
გაერო და ევროპული საბჭო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგი არიან
გაერო და ევროპული საბჭო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგი არიან
Sputnik საქართველო
დასავლეთს მიაჩნია, რომ კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ საქართველოში გავლენას მოახდენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T17:30+0400
2024-04-05T17:30+0400
2024-04-05T17:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
აშშ
ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_bee2279d29ac6147146148afae6f7535.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნატოს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა.საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. ამ საკითხთან დაბრუნების არგუმენტად დასახელდა ის, რომ უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, მიუხედავად დაპირებული გამჭვირვალობისა. საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.საკანონმდებლო ინიციატივის გამოწვევისკენ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა.„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.„გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას მივესალმე. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოდ რჩება”, - განაცხადა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.კანონის ხელახალი ინიცირება გააკრიტიკა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო, აღნიშნა სტოლტენბერგმა. ქართველმა ხალხმაც ნათლად აჩვენა, რომ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში, აღნიშნა მან.„ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც, ასევე, საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, ევროინტეგრაციის მისწრაფებებს მიჰყვეს.2023 წელს კანონის მიღების შემდეგ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონი არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველო
აშშ
ევროპა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8a11f04acce96680aeff241bccec2eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , აშშ , ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , აშშ , ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
გაერო და ევროპული საბჭო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგი არიან
დასავლეთს მიაჩნია, რომ კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ საქართველოში გავლენას მოახდენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნატოს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. ამ საკითხთან დაბრუნების არგუმენტად დასახელდა ის, რომ უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, მიუხედავად დაპირებული გამჭვირვალობისა. საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.
საკანონმდებლო ინიციატივის გამოწვევისკენ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ მოუწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა.
„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”, - წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნდა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.
„გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას მივესალმე. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოდ რჩება”, - განაცხადა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.
კანონის ხელახალი ინიცირება გააკრიტიკა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.
„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო, აღნიშნა სტოლტენბერგმა. ქართველმა ხალხმაც ნათლად აჩვენა, რომ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში, აღნიშნა მან.
„ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც, ასევე, საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, ევროინტეგრაციის მისწრაფებებს მიჰყვეს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, - დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელში.
2023 წელს კანონის მიღების შემდეგ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ კანონი არასამთავრობოების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.