https://sputnik-georgia.com/20240405/adigensi-specrazmis-mobilizebaa-sss-gancxadebas-avrcelebs-287191770.html
ადიგენში სპეცრაზმის მობილიზებაა - შსს განცხადებას ავრცელებს
ადიგენში სპეცრაზმის მობილიზებაა - შსს განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. დაბა ადიგენში სპეცრაზმია მობილიზებული, მიზეზი კი რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტია. 05.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-05T15:29+0400
2024-04-05T15:29+0400
2024-04-05T18:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/71/245007162_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_62a932612d7166e5605ad3c18ed2bac7.jpg
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. დაბა ადიგენში სპეცრაზმია მობილიზებული, მიზეზი კი რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტია.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართა.მუსლიმთა ლოცვა დაბა ადიგენში არსებულ შენობაში, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და სადაც პარასკევს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იკრიბება, აქციის მონაწილეებმა კვლავ ჩაშალეს. წინასწარი მონაცემებით, მუსლიმთა ლოცვის წინააღმდეგ გამოვიდა მართლმადიდებელი მღვდელი, ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი.შსს მოუწოდებს ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.სოფელში ლოცვის ჩაშლის ფაქტი პირველად არ მომხდარა. მანამდე საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებდა მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს გამოიჩინონ საღი აზრი და იმოქმედონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.ადიგენში ლოცვის ჩაშლას საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც მიუღებელი უწოდა.წინასწარი მონაცემებით, სოფელში ლოცვას მოძრაობა „სულეიმანჯის“ წარმომადგენლები ასრულებენ. „სულეიმანჯის" დამაარსებელია სულეიმან ჰილმი ტუნაჰანი (1888-1959), ოსმალეთისა და თურქეთის ალიმი, ნაქშბანდიას ტარიკატის შეიხი.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ იმ სახლის მფლობელს, სადაც ლოცვა აღევლინება, შესთავაზა სამლოცველო სახლი რაიონის სხვა სოფელში გადაეტანა ან მისგან სახლი გამოესყიდა, თუმცა უარი მიიღო.მუსლიმთა მმართველობამ მიმართა ხელისუფლებას, რომ დროულად გამოიძიონ მომხდარი ინციდენტი და მიიღონ შესაბამისი ზომები.მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/71/245007162_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_0fb783b31e7750036fc3916c4d011cf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. დაბა ადიგენში სპეცრაზმია მობილიზებული, მიზეზი კი რელიგიურ ნიადაგზე არსებული კონფლიქტია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართა.
მუსლიმთა ლოცვა დაბა ადიგენში არსებულ შენობაში, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და სადაც პარასკევს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იკრიბება, აქციის მონაწილეებმა კვლავ ჩაშალეს. წინასწარი მონაცემებით, მუსლიმთა ლოცვის წინააღმდეგ გამოვიდა მართლმადიდებელი მღვდელი, ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შსს მოუწოდებს ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სოფელში ლოცვის ჩაშლის ფაქტი პირველად არ მომხდარა. მანამდე საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებდა მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს გამოიჩინონ საღი აზრი და იმოქმედონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
ადიგენში ლოცვის ჩაშლას საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც მიუღებელი უწოდა.
წინასწარი მონაცემებით, სოფელში ლოცვას მოძრაობა „სულეიმანჯის“ წარმომადგენლები ასრულებენ. „სულეიმანჯის" დამაარსებელია სულეიმან ჰილმი ტუნაჰანი (1888-1959), ოსმალეთისა და თურქეთის ალიმი, ნაქშბანდიას ტარიკატის შეიხი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ იმ სახლის მფლობელს, სადაც ლოცვა აღევლინება, შესთავაზა სამლოცველო სახლი რაიონის სხვა სოფელში გადაეტანა ან მისგან სახლი გამოესყიდა, თუმცა უარი მიიღო.
მუსლიმთა მმართველობამ მიმართა ხელისუფლებას, რომ დროულად გამოიძიონ მომხდარი ინციდენტი და მიიღონ შესაბამისი ზომები.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.