https://sputnik-georgia.com/20240404/tbilissa-da-regionebsi-ukanono-cecxlsasroli-iararebi-amoirebs-287170879.html
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 04.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-04T18:45+0400
2024-04-04T18:45+0400
2024-04-04T18:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_0:7:1083:616_1920x0_80_0_0_1718aae2a589260d1b93ea9894a7a78e.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბოლო პერიოდში 13 ადამიანი დააკავა, ხოლო ერთი კი ამხილა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ბრალდებულები სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს დააკავეს. მათ შორის ყველაზე უმცროსი 22 წლისაა, ხოლო უფროსი - 59 წლის.დაკავებულებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქეა. ერთი მათგანი პოლიციამ თბილისში, ხოლო მეორე კი ბათუმში აიყვანა.რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ხუთი მათგანის დაკავება საქართველოს დედაქალაქში მოხდა , ორი ბრალდებული კახეთში აიყვანეს, ორი ადამიანია დაკავებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ, თითო-თითოა დაკავებული - შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების კიდევ ორი ფაქტი სამეგრელოშია გამოვლენილი, რაზეც ერთი ადამიანია დაკავებული, ხოლო მეორე - მხილებულია.საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_126:0:958:624_1920x0_80_0_0_0275a2c7a1e6564931da985343c3014a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბოლო პერიოდში 13 ადამიანი დააკავა, ხოლო ერთი კი ამხილა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულები სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს დააკავეს. მათ შორის ყველაზე უმცროსი 22 წლისაა, ხოლო უფროსი - 59 წლის.
დაკავებულებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქეა. ერთი მათგანი პოლიციამ თბილისში, ხოლო მეორე კი ბათუმში აიყვანა.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ხუთი მათგანის დაკავება საქართველოს დედაქალაქში მოხდა , ორი ბრალდებული კახეთში აიყვანეს, ორი ადამიანია დაკავებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ, თითო-თითოა დაკავებული - შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების კიდევ ორი ფაქტი სამეგრელოშია გამოვლენილი, რაზეც ერთი ადამიანია დაკავებული, ხოლო მეორე - მხილებულია.
საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.