https://sputnik-georgia.com/20240404/parlamentma-partiul-siebsi-qalta-kvotebis-gauqmebis-sesaxeb-cvlilebebi-daamtkica-287180078.html
პარლამენტმა პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ ცვლილებები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ინიციატივას მხარი დაუჭირა 04.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-04T21:05+0400
2024-04-04T21:05+0400
2024-04-04T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282964732_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a05530208c3381c96a359b79b40e97eb.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს.საუბარია საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო. ცვლილებების ინიციატორები არიან ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატები.საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ანუ მათ მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. „გირჩის“ პარლამენტში მხოლოდ ოთხი მანდატი აქვს.სანაცვლოდ, „გირჩის“ დეპუტატები დაპირდნენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას ყურადღებას გაამახვილებენ კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე და არ იხელმძღვანელებენ პირადი ინტერესებით.დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტიის ინიციატივის განმარტებისას აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გაწმენდა კანონში არსებული სულელური ნორმებისგან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად გაჩნდა.„გირჩის“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ქალთა კვოტირებას შეურაცხმყოფელი უწოდა. მისი თქმით, ეს კვოტები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ.„გირჩის“ ლიდერი: საზოგადოების დაყოფა ევროპის დაავადება და თანამედროვე კომუნიზმის ფორმაა>>სხვა ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას. კოლეგებმა „გირჩის“ დეპუტატები ქალთა საწინააღმდეგო, ანტიევროპულ და არადემოკრატიულ მიდგომაში დაადანაშაულეს. დეპუტატმა რომან გოცირიძემ „გირჩის“ წევრებს მმართველი პარტიისთვის სასარგებლო „პოლიტიკური იდიოტებიც“ კი უწოდა.ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. იმ შემთხვევაში თუკი ის ვეტოს უფლებით ისარგებლებს, პარლამენტს მისი დაძლევის საშუალება ექნება. ამ შემთხვევაში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282964732_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f56e00616265aed33633d720ed0de9bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია
პარლამენტმა პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ ცვლილებები დაამტკიცა
21:05 04.04.2024 (განახლებულია: 22:41 04.04.2024) საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ინიციატივას მხარი დაუჭირა
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებას ითვალისწინებს.
საუბარია საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო. ცვლილებების ინიციატორები არიან ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატები.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ანუ მათ მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა. „გირჩის“ პარლამენტში მხოლოდ ოთხი მანდატი აქვს.
სანაცვლოდ, „გირჩის“ დეპუტატები დაპირდნენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას ყურადღებას გაამახვილებენ კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე და არ იხელმძღვანელებენ პირადი ინტერესებით.
დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტიის ინიციატივის განმარტებისას აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გაწმენდა კანონში არსებული სულელური ნორმებისგან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის შედეგად გაჩნდა.
„გირჩის“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ქალთა კვოტირებას შეურაცხმყოფელი უწოდა. მისი თქმით, ეს კვოტები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა საიმისოდ, რომ მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ.
სხვა ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ პარტიულ სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას. კოლეგებმა „გირჩის“ დეპუტატები ქალთა საწინააღმდეგო, ანტიევროპულ და არადემოკრატიულ მიდგომაში დაადანაშაულეს. დეპუტატმა რომან გოცირიძემ „გირჩის“ წევრებს მმართველი პარტიისთვის სასარგებლო „პოლიტიკური იდიოტებიც“ კი უწოდა.
ცვლილებები ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. იმ შემთხვევაში თუკი ის ვეტოს უფლებით ისარგებლებს, პარლამენტს მისი დაძლევის საშუალება ექნება. ამ შემთხვევაში კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.