დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აპრილი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 4 აპრილია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
თვითნებობის დღეა, ამიტომ გარშემომყოფებისგან წესრიგსა და დისციპლინას ნუ დაელოდებით. სხვაზე ზეწოლისა და მით უფრო, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის ნებისმიერ მცდელობას მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვება. მოსალოდნელია კამათი, თან არაერთი. თუ გინდათ, გამარჯვებული გამოხვიდეთ, ნუ ეცდებით ოპონენტისთვის კამათში მოგებას, აჯობებს, თუ მასთან საერთო ინტერესებს გამონახავთ და პირად კონტაქტს დაამყარებთ.
ვერძი: დღეს მეოცნებე ხართ – თუნდაც გარემოებამ თქვენი ოცნებების ღრუბლებიდან მიწაზე სასწრაფო დაშვება მოითხოვოს, ამის გაკეთება ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენი კაშკაშა ფანტაზიები რეალობას დაჩრდილავს. ამა თუ იმ ხარისხით ეს ყველას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც შეყვარებულია ან ეძებს სიყვარულს. შეიძლება ითქვას, რომ ნაცრისფერ ყოველდღიურ რეალობას ოცნებებს ამჯობინებთ.
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ - მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
კურო: არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და საინტერესო შემოვიდეს. ეს შეიძლება იყოს ახალი ეტაპი, ახალი ადამიანები, ახალი გატაცება, გრძნობები, ადგილები... ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ მიმდინარე მოვლენებს. ინერტულობას თუ გადალახავთ, არ ინანებთ – განა რა უნდა იყოს მრავალფეროვნებასა და პერსპექტივებზე უკეთესი?
ტყუპი: გაგიჭირდებათ ყოველდღიურ საქმეებზე გულისყურის მიპყრობა – ირგვლივ ხომ ამდენი საინტერესო რამ ხდება. უპასუხისმგებლო განწყობის გამო შეიძლება შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ. თუ ვინმე თქვენგან მოვალეობების შესრულებას მოითხოვს, შესაძლოა, აბუნტდეთ კიდეც და ყველა საქმე მიატოვოთ. სწორედ ამიტომ მხოლოდ ის საქმე გააკეთეთ, რომელიც მართლა გაინტერესებთ.
კირჩხიბი: დარწმუნებული ხართ თქვენს ქმედებებში და ბოლომდე გინდათ საკუთარი პოზიციების დაცვა. ამ საბრძოლო შემართების წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებს. დიდია ალბათობა, რომ ვინმეს აწყენინოთ, სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. ეს კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ლომი: დღეს თქვენში შემოქმედებითი ცეცხლი გაჩაღდება და ეს ყველაფერზე აისახება, რასაც გააკეთებთ. შემოქმედებითი ჟინი გამომჟღავნდება ჩვეულებრივ რუტინულ საქმეებშიც. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ თქვენი მძლავრი ემოციები გააკონტროლოთ, რათა გულში მოგუგუნე „ცეცხლმა“ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში „ხანძარი“ არ გამოიწვიოს.
ქალწული: რისკავთ, რომ მთელი თავით რუტინაში გადაეშვათ. მთელი დღე მოსაწყენი საქმეების კეთება შეიძლება მოგიწიოთ. ასეთი მოქმედებები თქვენთვის მომგებიანი არაა. ყოფით წვრილმანებზე გამოდევნებით უამრავ დროსა და ძალას დახარჯავთ, ასევე არაფერს მოგცემთ ყველაფრის ერთდროულად გაკეთების მცდელობა. გაანაწილეთ პრიორიტეტები და შეუდექით ნამდვილ საქმეებს.
სასწორი: იღბლიანი დღე გელოდებათ. იოლად გამონახავთ საერთო ენას ირგვლივ მყოფებთან. შესაძლოა, ვინმესთან გულითადი საუბარი გსურთ, ან ვინმესთვის რამე იდეის შეთავაზება. თუ ასეა, საუკეთესო მომენტს სხვა დროს ვერ ნახავთ. ეს ეხება მათაც, ვინც ვერ გაბედა საყვარელი ადამიანისთვის გრძნობების გამხელა. დღეს ზუსტად მიხვდებით, როდის, რა მომენტში და რა უნდა თქვათ.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
მორიელი: ფრთხილად უნდა იყოთ. არ არის გამორიცხული ხარვეზები სამუშაოზე. სულ მარტივ საკითხებშიც კი შეიძლება „დამუხრუჭდეთ“ და თქვენთვის „ორჯერ ორის“ პასუხი მოულოდნელად შვიდი აღმოჩნდეს. დღეს ძალზე დაბნეული ხართ, ამიტომ ჯობს, საერთოდ მოერიდოთ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, ან მათი შემოწმება ვინმე სანდო ადამიანს სთხოვოთ.
მშვილდოსანი: დღეს ძალზე ენერგიული ხართ. ამის წყალობით უამრავი სხვადასხვა საქმის გაკეთება–გადაკეთება შეგიძლიათ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს მოუთმენლობა და ზედმეტი აჩქარებაა. სწორედ ამის გამო შეიძლება მიატოვოთ ზოგიერთი საქმე შუა გზაზე. ჯობს, მხოლოდ იმას მოჰკიდოთ ხელი, რაც მართლა მნიშვნელოვანია, დანარჩენი კი შემდეგისთვის გადადოთ.
თხის რქა: დღეს თქვენი საქმეები წარმატებით წარიმართება. ეს, პირველ რიგში, ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნესი, ფული, მუშაობა, სწავლა, დიდი პროექტები რემონტის ან აგარაკის ყიდვის სახით. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სარგებლის მომტან ნაცნობობას გააბამთ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი კონტაქტები კარიერულ წინსვლაში ან შემოსავლების გაზრდაში დაგეხმაროთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: დღეს უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. იგრძნობთ, რომ ბედნიერება თქვენ ხელშია და იმოქმედებთ ფორმულის მიზედვით: „თუ გინდა ბედნიერი იყო, იყავი ბედნიერი“. ხართ ნებისყოფით აღსავსე, ორგანიზებული, მიზანსწრაფული; შეგიძლიათ, აკონტროლოთ სიტუაცია და წინ თავდაჯერებულად იაროთ. თუ ამბიციური და მომავლისკენ მიმართული გეგმა გაქვთ, დროა, მოქმედება დაიწყოთ.
თევზები: დღეს შემოქმედებითი განწყობა გეწვევათ. თუნდაც შორს იყოთ ბოჰემური წრეებისგან, ნებისმიერ, თუნდაც პროზაულ საქმეში შემოქმედებით ნაპერწკალს იგრძნობთ. ყველა სფეროში შეგიძლიათ თავის გამომჟღავნება და კრეატივის ცინცხალი ნაკადის შეტანა. ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაატაროთ ექსპერიმენტები, სადაც ეს შესაძლებელია. აქ საკუთარი იმიჯიც მოიაზრება.
ყველა ახალი ამბავი
0