ბრალდებული ძალოვანია - რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოში?

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
2023 წელს სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისგებაში მიცემული 93 პირიდან 36 ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყო.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ან დანაშაულის ფაქტზე 537 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების ანგარიშში.
საქმეების საერთო რაოდენობიდან 257 ეხება არასათანადო მოპყრობას, 79 - ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს, 201 - პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას.
არასათანადო მოპყრობის 257 სისხლის სამართლის საქმიდან 171 აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, 24 არაადამიანური მოპყრობის, 20 უფლებამოსილების გადამეტებით ჩვენების იძულებით მიცემის, 19 სამსახურებრივი გულგრილობის, 13 - ჩვენების იძულებით მიცემის მუხლით.
კიდევ ექვსი საქმე ეხება ძალადობას, ოთხი კი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებს.
რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს, საუბარია ძალადობაზე, მუქარაზე, ოჯახში ძალადობაზე, ჯანმრთელობის დაზიანებასა და მკვლელობაზე.
2023 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის 159 საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით, 14 - ჟურნალისტურ საქმეებში ჩარევის, 9 - პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევის, 8 - თვალთვალის, 15 კი სხვა მუხლებით.
2023 წელს სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისგებაში მიცემული 93 პირიდან 36 ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყო.
სამართალდამცავების საერთო რაოდენობიდან არასათანადო მოპყრობაში ბრალი ექვსს ედება, 30 კი ბრალდებულია ყოფით ნიადაგზე დანაშაულებში.
ამასთან, ძალოვანების უმეტესობა დაცვის პოლიციის ინსპექტორები და შსს-ს კრიმინალური, საპატრულო თუ სხვა სტრუქტურების თანამშრომლები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0