https://sputnik-georgia.com/20240403/qurdul-samyarostan-wevrobistvis-rva-piri-daakaves-287145037.html
სადავო თანხის ამოღების მიზნით „ქურდებს" მიმართეს: დაკავებულია რვა პირი
სადავო თანხის ამოღების მიზნით „ქურდებს" მიმართეს: დაკავებულია რვა პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულებს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 03.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-03T15:45+0400
2024-04-03T15:45+0400
2024-04-03T15:45+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_d44d19836aab5221a001ac01af0689a6.jpg
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 33-დან 60 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ერთ-ერთ დაკავებულ თ.ჩ.-ს, მეტსახელად „თაზოს" შორის სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოიშვა - სადავო თანხა 130 ათას ლარს შეადგენდა. აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულმა ერთი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დახმარებას დაჰპირდა და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, რომელთა შორის მისი შვილიც იყო. თავის მხრივ, კრიმინალურ ავტორიტეტებს დასახმარებლად მიმართა „თაზომაც". კრიმინალურმა ავტორიტეტებმა საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია („ნიკა გალსკი") და ნოდარ შუკაკიძე („გლდანსკი"). ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.დაკავებულებს გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობას“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერსა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას“ ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823603_317:0:3048:2048_1920x0_80_0_0_2f042df24d73133cc5cf99a6ab49dc48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
სადავო თანხის ამოღების მიზნით „ქურდებს" მიმართეს: დაკავებულია რვა პირი
ბრალის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულებს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 33-დან 60 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.
გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ერთ-ერთ დაკავებულ თ.ჩ.-ს, მეტსახელად „თაზოს" შორის სამშენებლო ბიზნესთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოიშვა - სადავო თანხა 130 ათას ლარს შეადგენდა. აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულმა ერთი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დახმარებას დაჰპირდა და ფულის „ქურდული“ წესით ამოღების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა, რომელთა შორის მისი შვილიც იყო.
თავის მხრივ, კრიმინალურ ავტორიტეტებს დასახმარებლად მიმართა „თაზომაც". კრიმინალურმა ავტორიტეტებმა საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ - ნიკა გითოლენდია („ნიკა გალსკი") და ნოდარ შუკაკიძე („გლდანსკი"). ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.
პოლიციამ ბრალდებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
დაკავებულებს გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობას“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერსა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას“ ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.