https://sputnik-georgia.com/20240402/saqartveloshi-saxelmwipo-kompensacia-izrdeba-287128807.html
გაზრდილ სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს 20 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს
გაზრდილ სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს 20 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს
Sputnik საქართველო
ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც 560 ლარს შეადგენს, 1 ათას ლარამდე გაიზრდება 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T11:07+0400
2024-04-02T11:07+0400
2024-04-02T11:07+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 2 მაისიდან გაზრდილ სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს 20 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.ჯანდაცვის კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.მისი თქმით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ზღვარი 1 ათას ლარამდე, მარჩენალდაკარგულთათვის კი ეს თანხა 1,2 ათას ლარს შეადგენს.მან აღნიშნულ ინიციატივას დროული და აუცილებელი უწოდა.კანონპროექტის თანახმად, კომპენსაცია გაეზრდებათ მოქალაქეებს, რომელთაც ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ, ასევე ყოფილ მოსამართლეებს, პროკურორებს, პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის წევრებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს, მის მოადგილეს და საჯარო სამსახურში მყოფი სხვა პირებს.ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც 560 ლარს შეადგენს, 1 ათას ლარამდე გაიზრდება, ოჯახის წევრის (მარჩენალის) გარდაცვალების შემთხვევაში კი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1 ათასი ლარის ნაცვლად 1,2 ათასი ლარი იქნება.გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იზრდება კოეფიციენტების ოდენობა. ეს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტია.კერძოდ, ყველა წოდების მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტული კოეფიციენტი და ის მრავლდება ნამსახურებ წლებზე. გარდა ამისა, ემატება საბაზისო პენსია, რაც არსებობს, ამ შემთხვევაში უმცროსი სპეციალური წოდებისთვის. საუბარია რიგითიდან ზემდეგის ჩათვლით. თუ აქამდე მოქმედებდა 2-ლარიანი კომპენსაციის გაანგარიშების კოეფიციენტი, ამ შემთხვევაში ორლარიანი ზღვარი იზრდება 5 ლარამდე.საშუალო სპეციალური წოდებისთვის – საუბარია უმცროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე, კოეფიციენტი ორმაგდება და იზრდება 10 ლარამდე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – მაიორის და პოლკოვნიკის ჩათვლით, იყო 10 ლარი და იზრდება 15 ლარამდე.უმაღლესი სპეციალური წოდებისთვის, საუბარია გენერალ-მაიორზე, გენერალ-პოლკოვნიკის ჩათვლით, თუ იყო 15-ლარიანი ზღვარი, იგი გაიზრდება 25 ლარამდე. ასევე იზრდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა კომპენსაციის ოდენობა, ანალოგიური შესაბამისი პრინციპის გათვალისწინებით.ზედა ზღვარი იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ასევე ყოფილი გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ისე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1-ელი მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას ამიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:28:2939:1979_1920x0_80_0_0_eeedabe76e7af0697b7d556ee7760598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
გაზრდილ სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს 20 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს
ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც 560 ლარს შეადგენს, 1 ათას ლარამდე გაიზრდება
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 2 მაისიდან გაზრდილ სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს 20 ათასზე მეტი მოქალაქე მიიღებს, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.
ჯანდაცვის კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
მისი თქმით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ზღვარი 1 ათას ლარამდე, მარჩენალდაკარგულთათვის კი ეს თანხა 1,2 ათას ლარს შეადგენს.
„საკმაოდ პოზიტიური ცვლილებებია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. 2006 წლის შემდეგ კომპენსაციის მატება არ ყოფილა. 20 ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სიას 2005-2015 წლებში მომუშავე მეხანძრე-მაშველებიც დაემატა", - განაცხადა ლომინაძემ.
მან აღნიშნულ ინიციატივას დროული და აუცილებელი უწოდა.
კანონპროექტის თანახმად, კომპენსაცია გაეზრდებათ მოქალაქეებს, რომელთაც ძალოვან სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ, ასევე ყოფილ მოსამართლეებს, პროკურორებს, პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის წევრებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს, მის მოადგილეს და საჯარო სამსახურში მყოფი სხვა პირებს.
ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც 560 ლარს შეადგენს, 1 ათას ლარამდე გაიზრდება, ოჯახის წევრის (მარჩენალის) გარდაცვალების შემთხვევაში კი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1 ათასი ლარის ნაცვლად 1,2 ათასი ლარი იქნება.
გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იზრდება კოეფიციენტების ოდენობა. ეს სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტია.
კერძოდ, ყველა წოდების მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტული კოეფიციენტი და ის მრავლდება ნამსახურებ წლებზე. გარდა ამისა, ემატება საბაზისო პენსია, რაც არსებობს, ამ შემთხვევაში უმცროსი სპეციალური წოდებისთვის. საუბარია რიგითიდან ზემდეგის ჩათვლით. თუ აქამდე მოქმედებდა 2-ლარიანი კომპენსაციის გაანგარიშების კოეფიციენტი, ამ შემთხვევაში ორლარიანი ზღვარი იზრდება 5 ლარამდე.
საშუალო სპეციალური წოდებისთვის – საუბარია უმცროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე, კოეფიციენტი ორმაგდება და იზრდება 10 ლარამდე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – მაიორის და პოლკოვნიკის ჩათვლით, იყო 10 ლარი და იზრდება 15 ლარამდე.
უმაღლესი სპეციალური წოდებისთვის, საუბარია გენერალ-მაიორზე, გენერალ-პოლკოვნიკის ჩათვლით, თუ იყო 15-ლარიანი ზღვარი, იგი გაიზრდება 25 ლარამდე. ასევე იზრდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა კომპენსაციის ოდენობა, ანალოგიური შესაბამისი პრინციპის გათვალისწინებით.
ზედა ზღვარი იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ასევე ყოფილი გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის.
გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ისე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.
საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1-ელი მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას ამიიღებენ.