https://sputnik-georgia.com/20240402/qutaisi-dasaqmebis-porums-umaspinzlebs-287130818.html
ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში. 02.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-02T21:06+0400
2024-04-02T21:06+0400
2024-04-02T21:06+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ქუთაისი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:233:1201:908_1920x0_80_0_0_8abe437c8928411a5e5a3ca934d169dd.jpg
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელსაც ქუთაისში სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ უმასპინძლებს, 3 აპრილს ჩატარდება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიება, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება, ოფიციალურად 14:00 საათზე გაიხსნება. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები. 35-ზე მეტი კომპანია 350-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს – საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე - საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად ქუთაისის ფორუმის ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ახალგაზრდებს საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში. უწყების ცნობით, შემდეგი მასშტაბური ფორუმი, ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად, ბათუმში გაიმართება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:120:1201:1020_1920x0_80_0_0_05ead7157a611bb473b5a3c4bd506f3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ქუთაისი , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ქუთაისი , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში.
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. დასაქმების ფორუმი, რომელსაც ქუთაისში სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ უმასპინძლებს, 3 აპრილს ჩატარდება, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება, ოფიციალურად 14:00 საათზე გაიხსნება. ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები. 35-ზე მეტი კომპანია 350-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს – საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე - საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.
გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად ქუთაისის ფორუმის ფარგლებში მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ახალგაზრდებს საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა რეგიონში. უწყების ცნობით, შემდეგი მასშტაბური ფორუმი, ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად, ბათუმში გაიმართება.