https://sputnik-georgia.com/20240401/erdoganis-partia-damarcxda-287117478.html
თურქეთის მმართველმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია
თურქეთის მმართველმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია
Sputnik საქართველო
პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს გააანალიზებს და „თვითკრიტიკაში ჩავერთვება". 01.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-01T15:49+0400
2024-04-01T15:49+0400
2024-04-01T15:49+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1c/283748726_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_5abf9ec163db7d204a78763af22595fe.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თურქეთის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მუნიციპალურ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა პროცესი დემოკრატიულად წარიმართა, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კონტროლის ქვეშ სტამბულის, ანკარისა და ანტალიის გარდა, მოექცა ახალი ქალაქები - სამრეწველო ცენტრები ბურსა და თექირდაღი.მისი თქმით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს გააანალიზებს და „თვითკრიტიკაში ჩავერთვება".ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში და სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა.ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32%-ით ლიდერობს, ხოლო პრეზიდენტ ერდოღანის პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% მიიღო. საერთო ჯამში ოპოზიციურმა პარტიამ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათასი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1c/283748726_13:0:2744:2048_1920x0_80_0_0_028f38b6cb3636bf65889399f36e50c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთის მმართველმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია
პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს გააანალიზებს და „თვითკრიტიკაში ჩავერთვება".
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თურქეთის მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მუნიციპალურ არჩევნებზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა პროცესი დემოკრატიულად წარიმართა, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგებით, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კონტროლის ქვეშ სტამბულის, ანკარისა და ანტალიის გარდა, მოექცა ახალი ქალაქები - სამრეწველო ცენტრები ბურსა და თექირდაღი.
„სამწუხაროდ, 2023 წლის მაისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალურ არჩევნებში სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებს გააანალიზებს და „თვითკრიტიკაში ჩავერთვება".
ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში და სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა.
„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ცალკეული ინციდენტების გარდა, არ ყოფილა რაიმე სერიოზული შემთხვევები, რამაც შეიძლება შელახოს არჩევნების ატმოსფერო“, – განაცხადა ერდოღანმა.
ბიულეტენების 90%-ის დათვლის შემდეგ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32%-ით ლიდერობს, ხოლო პრეზიდენტ ერდოღანის პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% მიიღო. საერთო ჯამში ოპოზიციურმა პარტიამ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.
არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათასი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.