https://sputnik-georgia.com/20240331/vis-sheuchereben-taqsis-licenzias-da-ra-periodit-287109628.html
ვის შეუჩერებენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიას და რა პერიოდით?
ვის შეუჩერებენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიას და რა პერიოდით?
Sputnik საქართველო
„A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში 35 ათასზე მეტი ასეთი ნებართვა გაიცა. 31.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-31T20:37+0400
2024-03-31T20:37+0400
2024-03-31T22:16+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c3f36c34c47e86964cd5d35d1117f1b1.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში მძღოლებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შეღავათებით და გადაადგილდებიან ე.წ. ბასლაინზე არა მგზავრების ასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილებით ლიცენზია ერთი წლით ჩამოერთმევათ.შესაბამისად, პოლიციას უფლება მიეცა, ეჭვის შემთხვევაში, ე.წ. ბასლაინზე მოძრავი ტაქსი გააჩეროს და შეამოწმოს აქვს თუ არა მძღოლს ლიცენზია და მართლა გადაჰყავს თუ არა მგზავრი.გასული წლის 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება.„A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში 35 ათასზე მეტი ასეთი ნებართვა გაიცა.2023 წლის 1 აპრილიდან ყველა იმ ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღო. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. ამისათვის ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 1 აპრილამდე მათ უნდა გაეაქტიურებინათ დოკუმენტი.მათ, ვინც ვერ მოასწრეს ლიცენზიის გააქტიურება, იგი გაუუქმდათ. თავიდან ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა.უვადო ლიცენზიის მქონე პირებს ამიერიდან შეეძლებათ მისი თავად გამოყენება, გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით.А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a3a1c98fd8a1b06fd75652119cd5195.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ვის შეუჩერებენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიას და რა პერიოდით?
20:37 31.03.2024 (განახლებულია: 22:16 31.03.2024) „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში 35 ათასზე მეტი ასეთი ნებართვა გაიცა.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში მძღოლებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შეღავათებით და გადაადგილდებიან ე.წ. ბასლაინზე არა მგზავრების ასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილებით ლიცენზია ერთი წლით ჩამოერთმევათ.
შესაბამისად, პოლიციას უფლება მიეცა, ეჭვის შემთხვევაში, ე.წ. ბასლაინზე მოძრავი ტაქსი გააჩეროს და შეამოწმოს აქვს თუ არა მძღოლს ლიცენზია და მართლა გადაჰყავს თუ არა მგზავრი.
„ცვლილებების მიზანია „A კატეგორიის“ ტაქსების გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული შეღავათით მხოლოდ იმ მძღოლებმა ისარგებლონ, რომლებიც ტაქსით მომსახურებას ახორციელებენ“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.
გასული წლის 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება.
„A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში 35 ათასზე მეტი ასეთი ნებართვა გაიცა.
2023 წლის 1 აპრილიდან ყველა იმ ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღო. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. ამისათვის ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 1 აპრილამდე მათ უნდა გაეაქტიურებინათ დოკუმენტი.
მათ, ვინც ვერ მოასწრეს ლიცენზიის გააქტიურება, იგი გაუუქმდათ. თავიდან ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა.
უვადო ლიცენზიის მქონე პირებს ამიერიდან შეეძლებათ მისი თავად გამოყენება, გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B.