https://sputnik-georgia.com/20240331/premieri-saqartveloshi-korupciis-dabali-donea-287107251.html
პრემიერი: საქართველოში კორუფციის დაბალი დონე რეიტინგებითაც დასტურდება
პრემიერი: საქართველოში კორუფციის დაბალი დონე რეიტინგებითაც დასტურდება
Sputnik საქართველო
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნიდან ერთი წელი გავიდა 31.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-31T19:52+0400
2024-03-31T19:52+0400
2024-03-31T19:52+0400
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ანტიკორუფციული ბიურო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1f/287105815_0:95:1280:816_1920x0_80_0_0_756610b12280ff4aa71ad8b7e71e2438.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ საქართველოს წარმატებები საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.ანტიკორუფციული ბიურო საქართველოში ზუსტად ერთი წლის წინ შეიქმნა. ახალი უწყება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებელი 12 პირობიდან ერთ-ერთი პუნქტის თანახმად შეიქმნა. ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს შორის კობახიძემ ასევე დაასახელა ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, ანუ გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.იმის დასტურად, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მთავრობის მეთაურმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.კორუფციის კონტროლის რეიტინგის მიხედვით საქართველომ 100%-იან შკალაში 73% მიიღო და გაუსწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ 14 ქვეყანას, ხოლო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი პირველი ადგილი დაიკავა.მმართველობის ლიდერობის რეიტინგში საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და გაუსწრო ევროკავშირის 8 წევრ-ქვეყანას.გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა - ქვეყანამ ათბალიანი სისტემით 7.56 ქულა მიიღო და 29-ე ადგილზე გადაინაცვლა.კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რეგიონში კი უპირობო ლიდერია.მართლმსაჯულებაში ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 27-ე, ევროპაში კი მეცხრე ადგილზეა.უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი მოდელური ნიშნით შეფასდა, რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს.კობახიძს თქმით, ეს არის ის შედეგები, რაც კმაყოფილების საფუძველს იძლევა. თუმცა, ამ მიღწევებით ქვეყანა არ უნდა დაკმაყოფილდეს.„პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩვენი ამბიციური ამოცანა გავაჟღერე, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა, სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, -განაცხადა კობახიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1f/287105815_82:61:1137:853_1920x0_80_0_0_2490c21aa99881500f31c1fa2c408796.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ანტიკორუფციული ბიურო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ანტიკორუფციული ბიურო, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში კორუფციის დაბალი დონე რეიტინგებითაც დასტურდება
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნიდან ერთი წელი გავიდა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ საქართველოს წარმატებები საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ანტიკორუფციული ბიურო საქართველოში ზუსტად ერთი წლის წინ შეიქმნა. ახალი უწყება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებელი 12 პირობიდან ერთ-ერთი პუნქტის თანახმად შეიქმნა. ქვეყანამ სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს შორის კობახიძემ ასევე დაასახელა ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, ანუ გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„შეგახსენებთ, რომ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა განკარგულების გამოქვეყნების თაობაზე, ასევე, არაერთი კარგი მაგალითი ვაჩვენეთ იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მომავალშიც საქმიანობას”, - განაცხადა კობახიძემ.
იმის დასტურად, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მთავრობის მეთაურმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.
კორუფციის კონტროლის რეიტინგის მიხედვით საქართველომ 100%-იან შკალაში 73% მიიღო და გაუსწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ 14 ქვეყანას, ხოლო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი პირველი ადგილი დაიკავა.
მმართველობის ლიდერობის რეიტინგში საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და გაუსწრო ევროკავშირის 8 წევრ-ქვეყანას.
გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.
კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველომ კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა - ქვეყანამ ათბალიანი სისტემით 7.56 ქულა მიიღო და 29-ე ადგილზე გადაინაცვლა.
კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რეგიონში კი უპირობო ლიდერია.
მართლმსაჯულებაში ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 27-ე, ევროპაში კი მეცხრე ადგილზეა.
უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი მოდელური ნიშნით შეფასდა, რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს.
კობახიძს თქმით, ეს არის ის შედეგები, რაც კმაყოფილების საფუძველს იძლევა. თუმცა, ამ მიღწევებით ქვეყანა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
„პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩვენი ამბიციური ამოცანა გავაჟღერე, რომ გვსურს ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა, სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება”, -განაცხადა კობახიძემ.