https://sputnik-georgia.com/20240331/kobaxidze-gvaramias-mier-gaeroshi-sarchelis-shetanas-exmaureba-287105620.html
ეს მარტივი პიარული ტრიუკია: კობახიძე გვარამიას მიერ გაეროში სარჩელის შეტანას ეხმაურება
ეს მარტივი პიარული ტრიუკია: კობახიძე გვარამიას მიერ გაეროში სარჩელის შეტანას ეხმაურება
Sputnik საქართველო
გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია 31.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-31T16:52+0400
2024-03-31T16:52+0400
2024-03-31T23:02+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართული ოპოზიცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040414_0:83:1280:804_1920x0_80_0_0_18c83ecdb9d78375c74043589af3e911.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ, ყველამ კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გვარამიას განცხადებაზე კომენტარისას.სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორის, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ამჟამად პარტია „ახალის" ლიდერის ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ იგი გეგმავს ანალოგიური საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს.როგორც გვარამიამ განმარტა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.გვარამია 2022 წლის 16 მაისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. იგი, განაჩენის გამოტანისთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.რა შანსები ექნება გვარამიას სარჩელს გაეროში - პოლიტიკოსების შეფასებები>>>მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286040414_163:88:1184:854_1920x0_80_0_0_1bee2b4a82b3881f58d4a7fe812e0f17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ახალი ამბები
ეს მარტივი პიარული ტრიუკია: კობახიძე გვარამიას მიერ გაეროში სარჩელის შეტანას ეხმაურება
16:52 31.03.2024 (განახლებულია: 23:02 31.03.2024) გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავის დროზე დაადგინა ქართულმა მართლმსაჯულებამ, ყველამ კარგად იცის, რომ გვარამიას აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გვარამიას განცხადებაზე კომენტარისას.
სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორის, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ამჟამად პარტია „ახალის" ლიდერის ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, რომ იგი გეგმავს ანალოგიური საჩივრით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს.
როგორც გვარამიამ განმარტა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
„ეს მარტივი „პიარული ტრიუკია“. რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ მან ერთ-ერთ ტელევიზიას წაართვა და მოპარა 7 მილიონი ლარი... ეს საბოლოო ჯამში, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა და, რა თქმა უნდა, ვერავითარი „პიარული ტრიუკი“ ვერ დაეხმარება იმაში, რომ ეს ლაქა ჩამოიწმინდოს", - განაცხადა კობახიძემ.
გვარამია 2022 წლის 16 მაისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. იგი, განაჩენის გამოტანისთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.