ბაკურიანში ზვავში მოყოლილ მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

© photo: Sputnik / Д. Чернов / გადასვლა მედიაბანკშიზვავი
ზვავი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუშინ მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გაუჩინარებულ 48 წლის მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დიტო გოგოლაძე გუშინ ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ციხისჯვართან, მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. მთაში ბურანით წასული 5 ადამიანიდან ზვავს ოთხმა გამოასწრო. მეგობრებმა დიტო გოგოლაძის მოძებნა თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაკარგული ადამიანის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ძებნა-შველის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
ყველა ახალი ამბავი
0