https://sputnik-georgia.com/20240329/-wizz-air-----287089825.html
ავიაკომპანია Wizz Air-ი რეისებს კვლავ ამცირებს
ავიაკომპანია Wizz Air-ი რეისებს კვლავ ამცირებს
Sputnik საქართველო
ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. 29.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-29T18:20+0400
2024-03-29T18:20+0400
2024-03-29T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეისების რაოდენობის შემცირებას განაგრძობს, იუწყება გამოცემა „ტაბულა“.ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. გარდა ამისა, მგზავრებმა, რომლებსაც უკვე შეძენილი ჰქონდათ ბილეთები, მიიღეს კომპანიისგან შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან გარკვეული რეისების გაუქმების შესახებ. სანაცვლოდ ავიაკომპანიამ მათ შესთავაზა ბილეთის გადაცვლა სხვა დღეს ან სხვა მიმართულებით.ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა შემცირებული.Wizzair-ის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ ფრენების გაუქმება/შემცირება შესაძლოა კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდება.მედიის ცნობით, ავიაკომპანიას გასული წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო. ამან სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება გამოიწვია. მათ შორის, Wizzair-მა რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან ფრენები გააუქმა პოლონეთის ქალაქების - გდანსკის და ვროცლავის მიმართულებით.EURO-2024: საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს დაამატებენ >>WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. ის საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ავიაბაზარის ლიდერი კომპანიაა.2023 წელს Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 მიმართულებით ფრენებს 16 ქვეყანაში ასრულებდა. გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია მეოთხე საჰაერო ხომალდი დაამატა და კვირაში ორჯერ პირდაპირი რეისები დაგეგმა დანიის სამეფოს მიმართულებით.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი
ავიაკომპანია Wizz Air-ი რეისებს კვლავ ამცირებს
ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეისების რაოდენობის შემცირებას განაგრძობს, იუწყება გამოცემა „ტაბულა“.
ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. გარდა ამისა, მგზავრებმა, რომლებსაც უკვე შეძენილი ჰქონდათ ბილეთები, მიიღეს კომპანიისგან შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან გარკვეული რეისების გაუქმების შესახებ. სანაცვლოდ ავიაკომპანიამ მათ შესთავაზა ბილეთის გადაცვლა სხვა დღეს ან სხვა მიმართულებით.
ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა შემცირებული.
Wizzair-ის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ ფრენების გაუქმება/შემცირება შესაძლოა კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდება.
მედიის ცნობით, ავიაკომპანიას გასული წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო. ამან სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება გამოიწვია. მათ შორის, Wizzair-მა რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან ფრენები გააუქმა პოლონეთის ქალაქების - გდანსკის და ვროცლავის მიმართულებით.
WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. ის საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ავიაბაზარის ლიდერი კომპანიაა.
2023 წელს Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 მიმართულებით ფრენებს 16 ქვეყანაში ასრულებდა. გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია მეოთხე საჰაერო ხომალდი დაამატა და კვირაში ორჯერ პირდაპირი რეისები დაგეგმა დანიის სამეფოს მიმართულებით.