https://sputnik-georgia.com/20240328/euro-2024------287077301.html
EURO-2024: საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს დაამატებენ
EURO-2024: საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს დაამატებენ
Sputnik საქართველო
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება 28.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-28T17:45+0400
2024-03-28T17:45+0400
2024-03-28T17:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
სპორტი
გერმანია
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249050568_0:143:3130:1904_1920x0_80_0_0_15f858f98e0469532f027bedfdfcc07b.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე გაიზრდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.EURO-2024 გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. რაც შეეხება საქართველოს, პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად საქართველოს ნაკრები „ევრო-2024“-ზე პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირით იგეგმება:Georgian Airways:Wizz Air:Lufthansa:Eurowings:2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249050568_200:0:2929:2047_1920x0_80_0_0_d38c09d3ecadafe44a9c15f8abdc806a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სპორტი, გერმანია , ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სპორტი, გერმანია , ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
EURO-2024: საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს დაამატებენ
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე გაიზრდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EURO-2024 გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა. რაც შეეხება საქართველოს, პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის გუნდის დამარცხების შედეგად საქართველოს ნაკრები „ევრო-2024“-ზე პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.
„ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში“, - აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირით იგეგმება:
თბილისი – მიუნხენი – თბილისი – სამი სიხშირე;
თბილისი – ბერლინი – თბილისი – ორი სიხშირე კვირაში.
ქუთაისი – ბერლინი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;
ქუთაისი – დორტმუნდი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;
ქუთაისი – მემინგემი – ქუთაისი – კვირაში სამი სიხშირე;
ქუთაისი – ჰამბურგი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე;
ქუთაისი – ფრანკფურტი – ქუთაისი – კვირაში ორი სიხშირე.
მიუნხენი – თბილისი – მიუნხენი – ათი სიხშირე კვირაში.
ბერლინი – თბილისი – ბერლინი – ერთი სიხშირე კვირაში;
დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი – ორი სიხშირე კვირაში.
2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.