https://sputnik-georgia.com/20240327/girsebis-ordenit-nakrebis-26-pexburteli-dajildovdeba-287060114.html
ღირსების ორდენით ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაცია დაჯილდოვდება
ღირსების ორდენით ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაცია დაჯილდოვდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. 27.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-27T16:34+0400
2024-03-27T16:34+0400
2024-03-27T16:35+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1b/287056061_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d86b035a39eb0ff6b078cbb212d99f12.jpg
თბილისი, 27 მარტი– Sputnik. ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.კობახიძის თქმით, სახელმწიფო ჯილდოზე ასევე წარდგენილი იქნება საქართველოს ნაკრების მთლიანად საწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.გუშინ, 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა.ქართველი ფეხბურთელების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება კობახიძემ პირველად გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე გააჟღერა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეროვნული გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება მან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად მიიღო.ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ 21 მარტს ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.საქართველოს ნაკრები პორტულაგიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1b/287056061_143:0:2874:2048_1920x0_80_0_0_e22bfd72d1fb78baeaf0e37dcb0753c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სპორტი, ახალი ამბები
ღირსების ორდენით ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაცია დაჯილდოვდება
16:34 27.03.2024 (განახლებულია: 16:35 27.03.2024) საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
თბილისი, 27 მარტი– Sputnik. ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სახელმწიფო ჯილდოზე ასევე წარდგენილი იქნება საქართველოს ნაკრების მთლიანად საწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
გუშინ, 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა.
„ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს ღირსების ორდენს. ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილი იქნება მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. წინ გველოდება კიდევ დიდი წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ნაკრებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ქართველი ფეხბურთელების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება კობახიძემ პირველად გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე გააჟღერა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეროვნული გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება მან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად მიიღო.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ 21 მარტს ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
საქართველოს ნაკრები პორტულაგიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებთან ერთად F ჯგუფში ითამაშებს.